მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

როგორ მუშაობს მერია - შეფასებები საკრებულოს წევრების მხრიდან

გორის საკრებულოს დეპუტატები, მერიის მუშაობას აფასებენ. საკრებულოს წევრების უმრავლესობა მერიის მუშაობით კმაყოფილია, გარკვეული შენიშვნები აქვთ ოპოზიციურ და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირმა ამბარდნიშვილი თვლის, რომ გორის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურები ინერციით მუშაობენ. დეპუტატი ამბობს, რომ მერიაში ერთ - ერთი მთავარი პრობლემა თანამშრომელთა მობილიზებაა.

“მერიის სამსახურთან შენიშვნები მაქვს, უფრო ოპერატიულები უნდა იყვნენ. მაგალითად, წერილს როდესაც ვგზავნი, იცავენ კანონით განსაზღვრულ ვადას 10 დღეს, როცა შეიძლება იმ წუთშიც გაეცეს პასუხი ძალიან მარტივად. არამობილიზებულები არიან, დაჭაობებულია ყველაფერი“, - ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მერიის მუშაობა მუდმივად უმჯობესდება. მიაჩნია, რომ ხარვეზები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს, საკმარისი დაფინანსების არქონამ გამოიწვია.

“მერიის მუშაობა გაუმჯობესებულია და უკეთესობისკენ არის წასული. ამას საკრებულოს წევრებიც აღნიშნავენ, იყო შენიშვნები, ხარვეზები ინფორმაციაზე, ცვლილებების გადაწყვეტაზე, მაგრამ ახლა სინქრონულად ხდება მათი მუშაობა. რაც შეეხება სააგენტოების მუშაობას, მათი ანგარიში დადებითად გვაქვს შეფასებული. პრობლემები არის, რომელიც ძირითადად ფინანსების არქონითაა გამოწვეული“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან, თამარ მურალავა კი იმედოვნებს, რომ მერია დეპუტატებისგან მიღებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

“ამ ეტაპზე მერია ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს, გარკვეული შენიშვნები არსებობს, ვერ იტყვი რომ ყველაფერი იდეალურადაა. სააგენტოები მუშაობენ და დაკისრებულ მოვალეობებს თავს კარგად ართმევენ . შენიშვნები გვაქვს, ამისთვის არსებობს საკრებულო, ახორციელებს ზედამხედველობას, რომ ჩვენი რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს“, - თქვა თამარ მურალოვამ.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მერია ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს საკრებულოს ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინოს. თავის მხრივ მერიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენაში და მის დამტკიცებამდე, ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნოს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1804 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი