მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის საკრებულოს წევრები ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე - შედეგები და შეფასებები

ზუგდიდიში საარჩევნო პროცესს გორის საკრებულოს წევრებიც აკვირდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ენმ- ის და ქართული ოცნების წარმომადგენლები. 

სამეგრელოდან გორში დაბრუნებულმა საკრებულოს დეპუტატებმა საარჩევნო პროცესის შეფასებები ურთიერთკრიტიკის ფონზე გაავრცელეს.

ოპოზიციის წარმომადგენელი ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ უბნებზე, სადაც "ქართული ოცნების" გორელი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, არჩევნები მმართველმა გუნდმა წააგო.

"რომელ უბნებზეც ვიყავით, ყველგან მოვიგეთ. ჩვენ რუხის ზონის უბნებზე ვიყავით, "ქართული ოცნების" წევრები კი განმუხურის უბნებს აკვირდებოდნენ, ყველა მათგანში ხმების უმრავლესობა სანდრა რულოვსმა მოიპოვა. ასე, რომ სატრაბახო არაფერი აქვთ ", - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

ოპოზიციის განცხადებას საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. ზუგდიდში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, სწორედ მარლენ ნადირაძე და მიხეილ გოგინაშვილი იმყოფებოდნენ. გოგინიაშვილი აცხადებს, რომ ვასილისა ჯაბახიძის განცხადება სიცრუეა, რის არგუმენტადაც არჩევნების მთლიანი შედეგები მოჰყავს

"ჩვენ, სადაც ვიმყოფებოდით, შედეგების მიხედვით, ყველა უბანზე გავიმარჯვეთ. სწორედ ამაზე ვუპასუხე ენმ - ის წარმომადგენელს, გამოჩნდა, ვის შეეფერება ეს გამონათქვამი "ძაღლი შინ არ ვარგოდაო", - ამბობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი გორის საკრებულოში, მიხეილ გოგინაშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მარლენ ნადირაძე კი ოპოზიციის კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს და აცხადებს, რომ ენმ - ის წევრები არასერიოზული განცხადებებით გამოირჩევიან და მათი შეფასებები განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაადეკვატურია.

"ვადასტურებ, რომ წლების წინ მეც ვიყავი ენმ - ის გუნდში, მაგრამ როცა კი დავინახე, რომ მათ ქვეყანა დაღუპვისკენ მიჰყავდათ, დავტოვე პარტია. ახლა ვარ იმ ჯგუფთან ერთად, ვისაც სურს სასიკეთო ცვლილებები. ზუგდიდის არჩევნების შედეგებიც სწორედ ამის დასტურია", - ამბობს მარლენ ნადირაძე.

არჩევნები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ოლქში 19 მაისს ჩატარდა. მათ შორის ახალი მერი აირჩიეს ზუგდიდში, სადაც გორიდან ენმ - ის მხარდამჭერებისა და აქტივისტების გარდა, საკრებულოს წევრები და კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, "ქართული ოცნების" ადგილობრივი შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გელა კაპანაძე იმყოფებოდნენ. აღნიშნული პირები ამბობენ , რომ ზუგდიდში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მხარდაჭერა, სწორედ მათი პარტიულ და საარჩევნო საკითხებში გამოცდილებიდან გამომდინარე სთხოვეს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს

Read 1495 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი