მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

თანადაფინანსება - შესაძლებლობები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 18 ამხანაგობის 22 პროექტი დააფინანსა. თანადაფინანსების წილი პროექტების ღირებულების 90 % - ია.

სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რომლით სარგებლობაც გორის მოსახლეობას მერიის თანადაფინასნების საშუალებით შეუძლია.

ამხანაგობის ფარგლებში შერჩეული პროექტების ღირებულების 90% -ს მერია აფინანსებს, 10% - ს კი ბინათმესაკუთრეები.

გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გასულ წელს კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ თანხა შიდა ფასადის შესაკეთბლად შეაგროვა, თუმცა ამ მიმართულებით, აღნიშულ საცხოვრებელში სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.

“ჩვენს კორპუსში შარშან ააგროვეს 35 ლარი. როგორც ამხანაგობის თავმჯდომარემ გვითხრა, ამ თანხით უნდა გაკეთებულიყო კორპუსის შიდა ფასადი. ამ დრომდე ველოდებით, რომ კორპუსში რაღაცა გაკეთდება, მაგრამ ამაოდ. რამდენიმე დღის წინ კიდევ იყო მოსული ამხანაგობის თავჯდომარე შემოვლაზე და ამჯერად მოითხოვა 15- 15 ლარის აგროვება. ამჯერად, გვითხრა რომ კორპუსის ეზოში კანალიზაციის პრობლემა უნდა მოაგვარონ, რადგან ხშირად წყალი დგება, მაგრამ შარშან რომ ავაგროვეთ თანხა, იმით რეალურად არაფერი გაკეთებულა და არც ის ვიცით, სად წავიდა ეს ფული“, - ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, გასულ წელს შეგროვილი თანხა კორპუსის რემონტისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა,  ამხანაგობის თავმჯდომარემ კი მათ განუმარტა, რომ მთლიანი თანხა რემონტისთვის პროექტის შედგენას მოხმარდა.

დავიტერესდით, სად და რაში დაიხარჯა ჩვენი აგროვებული ფული, რაზეც კორპუსის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ამ თანხით ვერაფერი გაკეთდა, რადგან მთელი თანხა პროექტის შედგენას მოხმარდა და რომ დავიანგარიშეთ, უფრო მეტი თანხის აგროვება იყო საჭირო, დამატებით კიდევ 50 -50 ლარის აგროვება მოგვიწევდაო, ამიტომ თავმჯდომარემ იფიქრა, რომ ამ თანხას ვერ გადავიხდიდით და დაანება ამ პროექტს თავი“, - გვითხრა კორპუსის მცხოვრებმა.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ამხანაგობების საქმიანობაში ჩარევა მათი კომპეტენცია არაა და კორპუსის მცხოვრებლებმა პრეტენზიების შემთხვევაში ამხანაგობის თავმჯდომარეს უნდა მიმართონ.

“მერია ამხანაგობების გადაწყვეტილებებში და საქმიანობაში არ ერევა. ჩვენ მხოლოდ თანადაფინანსებაში შევდივართ მათთან და თანხის 90 % -ს ვუფინანსებთ. თუკი რაიმე კითხვები არსებობს, ისევ ამხანაგობაში უნდა გაარკვიოს“, - ამბობენ მერიაში.

მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 18 ამხანაგობის 22 პროექტი დააფინანსა,

პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 307 517, ხოლო მერიის დაფინანსების წილმა 272 616 ლარი შეადგინა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 430 times Last modified on მაისი 25 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი