მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

არარსებულ საცურაო აუზს გორის მერიამ დირექტორი დაუნიშნა

"გორის საცურაო აუზი" საჯარო რეესტრში გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ად რეგისტრირებული აქტიური ორგანიზაციაა, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე მსგავსი ობიექტი წლებია აღარ არსებობს და შესაბამისად არც ფუნქციონირებს.

გორის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში, მსგავსი სახელწოდებით, ა(ა)იპ - ების ჩამონათვალში, არცერთი ორგანიზაცია ფიქსირდება და არც მიმდინარე წლის ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული თანხები მსგავსი ობიექტის მშენებლობისთვის.

ა(ა)იპ გორის საცურაო აუზის ამონაწერში ბოლო ცვლილება მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წლის ივნისში შეიტანა და მას ახალი დირექტორი დაუნიშნა. 2014 წლის ოქტომბრამდე მას სხვა ხელმძღვანელობდა. საჯარო რეესტრში კი ამ ობიექტის რეგისტრაციის თარიღად 2008 წელია მითითებული.

ამავე თემაზე: გორის აუზი გაიყიდა

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, საუბარია იმ დაწესებულებაზე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად სახელმწიფოსგან მის კერძო მფლობელებს დაუბრუნდათ, რომლებმაც გასულ წელს ეს ობიექტი სხვა კერძო კომპანიაზე გაასხვისეს. გარდა საცურაო აუზისა, ჯერ კიდევ აქტიურია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის გამწვანება, ორივე ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაციაში სხვა აბონენტების ტელეფონის ნომრებია მითითებული.

61763233 2910209629004291 7028367595086544896 n

"ა(ა)იპ - ების ლიკვიდაცია ზოგადად რთული პროცესია და გარკვეულ ეტაპებს მოიცავს. ამ ეტაპზე დაწყებულია მუშაობა და ა(ა)იპ "საცურაო აუზის" ლიკვიდაცია უახლოეს პერიოდში მოხდება საჯარო რეესტრის ბაზაში"- განმარტავენ მერიის პრესსამსახურში.

ამავე თემაზე: აუზის დირექტორი: გორის საცურაო აუზის რეაბილიტაცია შემოდგომაზე დასრულდება

გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობდნენ, რომ ობიექტი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მერია მის ფუნქციონირებაში არ ჩაერევა და მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების განვითარების ხელშეწყობით შემოიფარგლება. საჯარო რეესტრის მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ ამ ორგანიზაციის ზედამხედველის და მაკონტროლებლის ფუნქციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ასრულებს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2920 times Last modified on ივნისი 05 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი