მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორელი დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" მთაწმინდის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ

გორის საკრებულოს წევრები "ქართული ოცნებიდან" მარლენ ნადირაძე და მიხეილ გოგინაშვილი მთაწმინდის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვნენ. საარჩევნოდ აღებული შვებულების გამო, ისინი საკრებულოს დღევანდელ ბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ.

გორის საკრებულოს აღნიშნული წევრები მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურს დააკვირდებიან, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" თავად მიხეილ გოგინაშვილმა დაუდასტურა. ის არ უარყოფს, რომ თბილისსი სპეციალურად არჩევნებისთვის ჩავიდა, თუმცა ამბობს, რომ თუ სად გაატარებს შვებულებას, მხოლოდ მისი საქმეა.

"მე კანონით მაქვს უფლება შვებულებით ვისარგებლო და როცა მინდა, მაშინ გამოვიყენებ და სადაც მინდა, იქ წავალ. მთავარია, ვმოქმედებ კანონის ფარგლებში. ჩვენ დიდი გუნდი გვაქვს და ქალაქიდან გასვლის შემთხვევაშიც კი საქმეს არ ჩააგდებენ ჩვენი წევრები. აქვე გეტყვით, რომ მე ვარ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და სადაც ჩემ გუნდს დავჭირდები, იქ ვიქნები", - ამბობს მიხეილ გოგინაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, მის მოადგილეს და ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარეს შვებულებებით საკრებულობის კანონიერი უფლება ჰქონდათ. 

"ეკუთვნოდათ შვებულებები და აიღეს. არ მგონია, რომ თბილისს არჩევნებზე რეგიონებიდან დაჭირდეს დახმარება, მაგრამ თუ მართლა ასეა, ესეიგი ჩვენები მაგრები ყოფილან", - აღნიშნა დავით რაზმაძემ.

ამ ფაქტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წევრები ამომრჩევლების ნაცვლად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ.

"ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანისვილის დაქირავებული პირები და სადაც ის ეტყვის, იქ წავლენ. არ არის გამორიცხული, რომ ისინი დაშინებულებიც ყავდნენ და ამიტომაა, რომ უსიტყვოდ ასრულებენ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბრძანებებს. ისინი მის წინაშე თავს ვალდებულად თვლიან და საჭიროება თუ მოითხოვს, მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ", - ამბობს ენმ-ს წევრი ვალისილა ჯაბახიძე. 

არსებული ინფორმაციით, მარლენ ნადირაძე და მიხეილ გოგინაშვილი მუშაობას გორის საკრებულოში 10 ივნისიდან გააგრძელებენ, სწორედ ამ დროს უმთავრდებათ მათ საშვებულებო ვადა. მთაწმინდის შუალედური საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური კი 9 ივნისს გაიმართება.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1081 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი