მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის სპორტის სასახლის დირექტორს ყოფილი ცირკის შენობას გადასცემენ

ბორის გოგიჩაიშვილისთვის ყოფილი ცირკის შენობის გადაცემაზე დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც საკრებულოს წევრებისგან გახდა ცნობილი, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილი ცირკის შენობის ჯერ სახელმწიფოსთვის გადაცემას, შემდეგ კი მისი ყოფილი მესაკუთრისთვის დაბრუნებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: გორის მერი: იმ ადგილას, სადაც ცირკი იყო, საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა

კომისიის სხდომაზე დღეს ასევე გაცხადდა, რომ ცირკის შენობა, რომელიც დაახლოებით 25 წლის წინ დაიწვა, 2003 წელს ბიზნესმენმა ბორისი გოგიჩაიშვილმა შეიძინა. ეს უკანასკნელი კი 2011 წელს სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს და ქონების დაბრუნებაც სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა. 

ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს ყოფილი ბიზნესმენი, (რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ- სპორტის სასახლის დირექტორია) ქონების დაბრუნების შემდეგ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გორის მუნიციპალიტეტის მერს კონკრეტული ინფრასტრუქტურული გეგმის განხორციელება სურს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1304 times Last modified on ივნისი 11 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი