მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

კანალიზაციის დაზიანებული მილი წმინდაწყალზე - ადგილობრივების გასაჭირი და მერიის პასუხი

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მოსახლეობა კანალიზაციის დაზიანებული მილის გამოცვლას ითხოვს. ცხინვალის გზატკეცილის #47- ე კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთ კვირაზე მეტია, დასახლებაში გუბეები და უსიამოვნო სუნი დგას.
ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა. თამუნა აბუსელიძე ამბობს, რომ მის უბანში კანალიზაციის მილებიდან წყალი პირდაპირ გზაზე მიედინება.
“უკვე ერთი კვირაა, კანალიზაციის მილებია დახეთქილი, ცხელ ხაზზეც დავრეკე და არავინ მოსულა და არ უცდია პრობლემის მოგვარება, ყარს უბანი, ცხვირს ვერ გაყოფ გარეთ, ვიწამლებით. მწერებით გაივსო აქაურობა, ყურადღებას არავინ გვაქცევს“, - წერს წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრები.
რადიო “მოზაიკა“ აღნიშნულის შესახებ წმინდაწყლის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს დაუკავშირდა. მიხეილ შენგელია ამბობს, რომ მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, შეეცდებიან პრობლემის მოგვარებას.
“აუცილებლად მოვიკითხავთ და ადგილზე ვნახავთ ვითარებას. მე სამსახურში არ ვიმყოფები, მაგრამ ჩემს მოვალეობის შემსრულებელს დავურეკავ და გავგზავნი. თუ ცენტრალური მილია დაზიანებული, მივალთ და გავაკეთებთ “, - გვითხრა კახა თოდაძემ.
დასახლებაში ამბობენ, რომ უბანში არასასიამოვნო სუნისა და კანალიზაციიდან ამოსული წყლის გამო, მწერები მომრავლდნენ.
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 658 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი