მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

ტინისხიდელები წყალს გორიდან ეზიდებიან - რას აპირებს გორის მერია

ტინისხიდში 300-ზე მეტი ოჯახი წყლის მოლოდინშია. სოფელი, რომელიც გორიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს, ამ პრობლემის მოგვარებას წლებია ითხოვს.

ადგილობრივებს ეზოებში დღემდე ჭები აქვს ამოთხრილი და სასმელადაც ჭის წყალს მოიხმარენ.

“არჩევნების დროს მოდიან, გვპირდებიან რომ გავაკეთებთო, მაგრამ მდგომარეობა უცვლელია. ჩვენს უბანში წლებია წყალი არ ყოფილა, ყველას ჭა აქვს გაკეთებული. ეს ჭის წყალიც მარილიანია და არაა სასარგებლო, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და ვსვავთ“, - ამბობს ამალია ყაზარაშვილი.

სოფელში არიან ოჯახები, რომლებიც წყალს გორიდან ეზიდებიან. ამას ძირითადად მხოლოდ ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც პირადი ავტომობილები აქვთ.

“დასალევად არ გამოდგება ჭის წყალი, მაგრამ სხვა რა გზაა?! როცა ვახერხებთ დასალევი წყალი გორიდან მოგვაქვს, მაგრამ დასარეცხად და სხვა საჭიროებებისთვის ჭის წყალს ვიყენებთ. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი ავტომობილით სხვებისთვისაც ჩამომიტანია წყალი“, - გვითხრა ყარამან ყაზარაშვილმა.

ტინისიხიდის პრობლემის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლება საქმის კურსშია. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გორის საკრებულოშო, ავთანდილ შოშიაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხის მოგვარება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

“პროექტი უკვე შედგენილია და თუ ექსპერტიზის ბიურომ მოიწონა, სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება. ამ სამუშაოების განხორიცელების შემდეგ სოფელი სასმელი წყლით სრულად მომარაგდება“, - გვითხრა ავთანდილ შოშიაშვილმა.

სოფელ ტინისხიდის სასმელი წყლის მომარაგებისთვის შემუშავებული პროექტის ღირებულება 270 000 ლარია. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი უახლოს პერიოდში გამოცხადდება. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1027 times Last modified on ივლისი 02 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი