მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის თავშესაფარი ძაღლებისთვის კვირაში 6-7 ტომარა საკვებს ყიდულობს

გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო ძაღლების საკვების შესაძენად 12 340 ლარს ხარჯავს.

მშრალი საკვების/ფურაჟის მიწოდებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯენერალი“ უზრუნველყოფს. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, კომპანია საკვების მიწოდებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე, ეტაპობრივად ახდენს.

"ჯენერალი" სპეციალური სერვისების სააგენტოს ძაღლებისთვის განკუთვნილ საკვებს კვირაში ერთხე 6-7 ტომარას აწვდის, ხოლო ლეკვების საჭმელს - თვეში ერთხელ, 1 ტომარას.

სააგენტოს მთელი წლის მანძილზე კომპანიამ 260 ტომარა ძაღლის და 15 ტომარა ლეკვის საკვები უნდა მიაწოდოს.

“ჩვენთან ტენდერი წელიწადში ერთხელ ცხადდება, ყოველთვის იმდენ საკვებს ვუკვეთავთ, რაც ყოველთვე გვჭირდება, კვირაში ერთხელ მოაქვთ ძაღლის საკვეები რამდენიმე ტომარა და თვეში ერთხელ 1 ტომარა. ამას გარდა, ბრიჯს და ქათმის კისრებს ვყიდულობთ, რადგან ზოგი ძაღლი პედიგრს არ ჭამს“, - გვითხრა თამარ აფციაურმა.

საკვების ხარჯი თავშესაფარში მყოფი ცხოველების რაოდენობაზეა დამოკიდებული. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ხშირად ადამიანები ლეკვებს და ძაღლებს ქუჩაში ტოვებენ და მათ მოვლას, ახალი პატრონის გამოჩენამდე, საკუთარ თავზე სააგენტო იღებს. ამ დროისთვის, პატრონის მოლოდინში 23 ლეკვია.

"წელს გორში უკვე 72 ლეკვი გავაჩუქეთ, თუმცა ახლა თავშესაფარში 23 ლეკვი გვყავს, რომელიც ახალ პატრონს ელოდება. რამდენიმე დღის წინ, 9 ლეკვი მეჯვრისხევში წავიყვანეთ და იქ გავაჩუქეთ", - ამბობს თამარ აფციაური.

ა(ა) იპ გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს ბიუჯეტი მიმდინარე წელს 168 000 ლარია, ბოლო 6 თვეში სააგენტომ 54 982 ლარი დახარჯა. გასულ წელთან შედარებით აღნიშნული ა(ა)იპ -ის დაფინანსება 25 000 ლარითაა გაზრდილი.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1119 times Last modified on ივლისი 03 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი