მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სახლის ონკანებში წყალი არ მოდის - ვითარება უფლისციხეში

საცხოვრებელი სახლის ონკანებში წყალი არ მოდის - უფლისციხელები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მოსახლეობა სასმელს წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან. სოფელში თითქმის ყველა ოჯახს ეზოში ჭა აქვს, თუმცა ამბობენ, რომ ჭის წყალი დასალევად უვარგისია. 

“ჩვენ წყლის ღირსები არ გაგვხადეს, ქვახვრელს მიაწოდეს სასმელი წყალი და ჩვენ ისევ ამ დღეში ვართ, “ბალონებით“ ვეზიდებით სხვა უბნიდან დასალევ წყალს. ჭები გვაქვს, მაგრამ დასალევად უვარგისია. მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა რომ არ გვაქვს, ჭის წყალს ვსვამთ“, - ამბობენ ადგილობრივები.

 უფლისციხეში ონკანები გზის სავალ ნაწილზეა დამონტაჟებული, თუმცა საცხოვრებელ სახლამდე ადგილობრივებს წყალი არ მიეწოდებათ. 

პრობლემის საპასუხოდ, ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მომავალ წლამდე სასმელი წყლის პრობლემა სოფელში ვერ მოგვარდება.

“ჭის წყალი არ აკმაყოფილებს სასმელი წყლის სტანდარტებს და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია. ამ ეტაპზე უფლისციხელებს ჭის გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვთ, მაგრამ იგეგმება რომ უფლისციხის სასმელი წყლის სისტემა მიუერთდეს ქვახვრელის სისტემას, გაკეთდეს ცალკე ქსელი და დაყენდეს მრიცხველები, ან არის მეორე ვარიანტი, რომ 250 რეზერვუარი დაიდგას და ასე გადანაწილდეს უბნებზე წყალი“, - გვითხრა ივანე ჯანეზაშვილმა, მერის წარმომადგენელმა ქვახვრელის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მხოლოდ მონახაზია გაკეთებული.

სოფელ უფლისციხეში ამ დროისთვის 250 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში უფლისციხეში ჩატარებული კრების შემდეგ მოსახლოებამ ერთ-ერთ პრიორიტეტად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება დაასახელა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 365 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი