მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის საკრებულოს 12 ივლისის სხდომაზე 28 საკითხი განიხილეს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული28 საკითხი განიხილეს. რადიო"მოზაიკა" გთავაზობთ საკრებულოს სხდომის მოკლე მიმოხილვას.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ძლიერი გორის დეპუტატებმა დატოვეს. ფრაქციის თავმჯდომარის, ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, ისინი ამ ფორმით ემიჯნებიან იმ დეპუტატებს, რომლებიც 20 ივნისს მომხდარ მოვლენებს ამართლებენ.


ამავე თემაზე: "გახარია უნდა გადადგეს" - "ძლიერი გორის" წევრებმა საკრებულოს სხდომა დატოვეს

ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ მიშა გოგინაშვილმა ოპონენტების ქმედება ბოლშევიკურ მეთოდებს შეადარა


ამავე თემაზე: გოგინაშვილი: ფრაქციაში "ძლიერი გორი" ბოლშევიკი რევოლუციონერები არიან

 

12 ივნისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცებაზე იმსჯელეს, რაც ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისთვის ოჯახისადმი დახმარებას გულისხმობს


ამავე თემაზე: ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება 3 - ჯერ გაიზარდა

 

გორის საკრებულომ მხარი დაუჭირა დადგენილებაში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელის პოზიციის დაკავებას პროფესიული განათლების მქონე პედაგოგებიც შეძლებენ.


ამავე თემაზე: გორში ბაღის აღმზრდელებს უმაღლესი განათლება აღარ მოეთხოვებათ

საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა ერთ ერთ ქუჩისთვის გორში მოკლული 9 წლის გოგონას სახელის მინიჭების საკითხს. გორის საკრებულოს 28 დეპუტატმა საკითხს მხარი დაუჭირა, ოთხმა მონაწილეობა არ მიიღო ერთი წინააღმდეგი წავიდა წავიდა. ერთ ერთი ვინც პოზიცია არ დააფიქსირა თამარ მურალოვაა მისი თქმით, თემის სიმძიმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა.

“ვერ მივიღე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური და მტკივნეული საკითხია. ნაწილობრივ ვეთანხმები, ნაწილობრივ არ ვეთანხმები, საბოლოოდ მაინც თავი შევიკავე, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე“, - ამბობს თამარ მურალოვა.

საკრებულოს დეპუტატი მიშა გოგინაშვილი კი ფიქრობს, რომ ოკლული9 წლის გოგონას სახელის ქუჩისათვის მინიჭებით, მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მუდმივად ემახსოვრება.


ამავე თემაზე: ფრაქციის თავმჯდომარის აზრით, გორს უნდა ახსოვდეს, რა არის ძალადობა

კამათი საკრებულოზე კიდევ ერთ საკითხს მოჰყვა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ირმა ამბარდნიშვილმა გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროსთვის , გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან ამორტიზებული ავტომანქანის გადაცემა გააპროტესტა


ამავე თემაზე: მილიონერი დეპუტატი გორის მერიისგან მანქანის გადმოცემას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შპს“პანაცეასთვის“პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით გადაცემას. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ობიექტზე არა სამედიცინო სასწავლებელი, არამედ საოჯახო სასტუმრო აქვს განთავსებული მფლობელს, რამაც დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია.

“მე კომისიის სხდომაზე ხმა მივეცი, რადგან ვიცოდი, რომ ამ ადგილას იყო სამედიცინო კოლეჯი, არავის უთქვამს, რომ სასტუმროდ იყენებს მეიჯარე, ამიტომ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას ვეწინააღმდეგები, გავიდეს აუქციონზე და ისე გადაეცეს“, - თქვა მიშა გოგინაშვილმა


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ დადირაძე ერთ ერთია იმ დეპუტატებს შორის ვინც საკითხს მხარი არ დაუჭირა და დოკუმენტში მეტი სიზუსტე მოითხოვა

“ჩვენ თავის დროზე პირდაპირი განკარგვის წესით გადავეცით შპს “პანაცეას“ ეს ადგილი, თუ ახლა მას აქვს კომერციული ფასეულობა მაშინ ასე გავაკეთოთ, გავიტანოთ აუქციონზე.და მეიჯარემ აუქციონში მიიღოს მონაწილეობა თუ სასწავლებელთან ერთად ბიზნესიც აქვს ეს უნდა ჩანდეს დოკუმენტში, რასაც ვერ ვხედავ“,- აღნიშნა მარლენ ნადირაძემ

აღნიშნულ საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა და11 წინააღმდეგი წავიდა. რის გამოც დადგენილების პროექტი საკრებულომ არ დაამტკიცა.

 

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს

Read 1035 times

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი