მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერია ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტის შედგენაზე 34 746 ლარს დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, გორში ცენტრალური ქუჩების ტროტუარების რეაბილიტიციისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად, ტენდერი გამოაცხადა.

მერია ჭავჭავაძის ქუჩის (აღმაშენებელი-რაზმაძე), სტალინის გამზირი-ჭავჭავაძის ქუჩის საფეხმავლო სივრცეების, ნადირაძის ქუჩისა და დუშეთის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისი საპროექტო - სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 34`746 ლარი აქვს გათვალისწინებული.

”ობიექტების პროექტირება მოიცავს საველე საკვლევაძიებო (ტოპოგეოდეზიური, გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიურ და სხვა) სამუშაოებს, საველე მონაცემების კამერალურ დამუშავებას და პროექტირებას”, -წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება აღნიშნულ ქუჩებზე:

• ჭავჭავაძის ქუჩა (აღმაშენებელი - რაზმაძე) - 600 000 ლარი.
• სტალინის გამზირი - ჭავჭავაძის ქუჩის საფეხმავლო სივრცეები - 800 000 ლარი.
• ნადირაძის ქუჩა - 450 000 ლარი.
• დუშეთის ქუჩა - 200 000 ლარი.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 აგვისტოს სრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.

ამავე თემაზე: აყრილი ფილები საფეხმავლო ბილიკებზე - რას გეგმავს გორის მერია

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 821 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი