მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სოფლები გორის მუნიციპალიტეტში, რომლებსაც სარწყავი წყლის პრობლემა აღარ აქვთ

2019 წელს ტირიფონის და ტაშისკარი სალთვისის სერვის ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი წყლით უზრუნველყოფისთვის თითქმის ყველა სოფელში ძირითადი სარწყავი არხების გაწმენდის სამუშაოები ჩაატარა.

შინდისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ექსკავატორით გაიწმინდა გამანაწილებელი არხები - 11 500 გრძივ მეტრზე, არხის მთხრელი მექანიზმით კი 2400 გრძივ მეტრზე.

ნიქოზში ექსკავატორით გაიწმინდა გამანაწილებელი არხები 9800 გრძივ მეტრზე, არხის მთხრელი მექანიზმით კი 3700 გრძივ მეტრზე.

ვარიანში კი ექსკავატორით გაიწმინდა გამანაწილებელი არხები - 7300 გრძივ მეტრზე, არხის მთხრელი მექანიზმით - 18 კმ-ზე.

ასევე გაიწმინდა ტირძნისის ადმინისტრაციულ ერთეულში 3 კმ-მდე II რიგის გამანაწილებელი არხები, სოფელ მეჯვრისხევის შესასვლელში გ-3-2 არხზე მდინარე მეჯუდაზე გამავალი დიუკერი, რომლის გაწმენდის შემდეგ დღეისთვის სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია სოფლების - ზერტის, კვარხეთის და ხელთუბნის ის ფართობები, რომელთა მორწყვაც გასულ წლებში ვერ ხერხდებოდა.

ასევე, ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდა ბროწლეთი - ტირძნისის ტერიტორიაზეც.

არხების წმენდის პარალელურად, მოხდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.

“სოფელ არბოში ტუმბო დანადგარები შეიცვალა ცენტრალური ტუმბოებით, რამაც მთლიანად დააკმაყოფილა სოფლების - არბოს, დიცის და ქორდის მოსახლეობა. შინდისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოეწყო 4 მილხიდი (530 მმ-იანი) მეორადი ლითონის მილით. პარალელურად მიმდინარეობს ძლვიჯვრის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ მოპირკეთდა მაგისტრალური არხის 3 კმ-იანი და გამანაწილებელი არხების 700 მეტრიანი მონაკვეთი. აღნიშნული სამუშაოები დასრულდება შემოდგომაზე სარწყავი სეზონის დასრულების შემდეგ. სულ მოპირკეთდება 10 კმ-ზე ძლევიჯვრის მაგისტრალური არხი", - ნათქვამია გორის საკრებულოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, ნადარბაზევის წყალსაცავში რწყვის სეზონისათვის დაგროვილია 2,3 მლნ მ3 სარწყავი წყალი, რითაც დღეის მდგომარეობით, დაკმაყოფილებულია გორისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები.

“საერთოდ წყლის დონე არხში მცირდება 15 ივლისიდან როგორც დიდ ლიახვზე, ასევე პატარა ლიახვზე. დღეის მდგომარეობით სარწყავი წყლის დეფიციტი არ არის ჩვენი მომსახურეობის არეალში. წყლის დებეტის შემცირების შეთხვევაში ყველა ღონისძიებითვის მზად არის ტირიფონის სერვის ცენტრი, რათა წარმატებით ჩატარდეს 2019 წლის რწყვის სეზონი“.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, სარწყავი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება ტაშისკარი-სალთვისის სერვის ცენტრში შემავალ გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.

 


პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 697 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი