მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორში, ნადირაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობას ითხოვენ - რას აპირებს მერია

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ნადირაძის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი გორის მერიას, საცხოვრებელ კორპუსებთან არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას სთხოვს.
 ბადრი ლაფაჩი ამბობს, რომ ბავშვებს სათამაშოდ სკვერი არ აქვთ და სამანქანო გზაზე გადასვლა უწევთ.
"წლებია, ამ ადგილებში კეთდება ბავშვებისთვის სკვერი და მინი სტადიონი, ბავშვებიც სამანქანო გზაზე თამაშობენ დღემდე საშველი არ დადგა. დავიღალეთ, სიბინძურეში ცხოვრებით და ბავშვები სახლებში არიან გამოკეტილები. არის ადგილი, სადაც შეიძლება გაკეთდეს ბავშვებისთვის სკვერი. ვთხოვთ გორის მერიას, რომ მოგვაქციოს ყურადღება“, - ამბობს ბადრი ლაფაჩი.
 
ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილას ხშირია ხანძრებიც, რადგან ტერიტორიაზე ხმელი ბალახი და ბუჩქნარია.
"მარტო არჩევნებზე ახსენდებათ ხალხი, წლები გადის და ისევ ასე გამოიყურება ეს ადგილები. ყოველ ზაფხულს ცევხლი ეკიდება, დავიღალეთ სახანძროს გამოძახებებით. ყველგან რაღაც კეთდება და აქ მიგდებულია ყველაფერი. ყოველ წელს გვპირდებიან, წინასაარჩევნოდ, რომ სკვერს და სტადიონს გააკეთებენ, მაგრამ საშველი არ დაადგა ამ დრომდე“, - ამბობენ ნადირაძის ქუჩის მაცხოვრებლები.
 
მოსახლეობის გასაჭირს, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოეხმაურნენ. უწყებაში დაინტერესდნენ, კონკრეტულად რა ადგილზეა საუბარი, თუმცა როგორ გეგმავენ პრობლემის მოგვარებას, ჯერჯერობით უცნობია.
რადიო “მოზაიკამ“ ამ კითხვით მერიის პიარსამსახურს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 600 times Last modified on აგვისტო 21 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი