მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სასმელი წყლის სისტემის მოწყობა ყელქცეულში და ზეღდულეთში - რა ეტაპზეა სამუშაოები 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია წყლის რეზერვუარების სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი სისტემა მოემსახურება იმ 170 აბონენტს, რომლებსაც სასმელი წყალი შეფერხებით ან საერთოდ არ მიეწოდებოდა.

პროექტი ითვალისწინებს გამრიცხველიანებას, არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაციას, საქლორატოროს, 50 კუბური მეტრი მოცულობის 2 სადაწნო კოშკისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. ახალი სისტემით სარგებლობა მოსახლეობას სექტებრიდან შეეძლებათ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გაზტექმშენი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 410 000 ლარია.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინასაარჩევნო პერიოდში დაგეგმილი აქტივობებიდან, რომელიც მერად არჩევიდან 4 წელიდადში უნდა განხორციელებულიყო, ერთ-ერთი ყელქცეულის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იყო. აღნიშნული სოფლის გარდა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია საქაშეთში, ტირძნისში, ქორდში, ტყვიავში, ქიწნისში, ზეღდულეთში, მარანაში და ფლავში უნდა განხორციელდეს. ჩამოთვლილი სოფლებიდან, სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები ამ დროითვის დასასრულს უახლოვდება ზეღდულეთშიც. მერის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის ინფორმაციით, ზეღდულეთის მოსახლეობა სასმელი წყლით სარგებლობას ოქტომბრის ბოლოს შეძლებს.

"ნახევარზე მეტი სოფელი უკვე დაქსელილია და დარჩა ჭაბურღილის მოწყობა. კომპანია გვპირდება, რომ ვადამდე ადრე დაასრულებს სამუშაოებს, ვვარაუდობთ, რომ მოსახლეობა სასმელი წყლით სარგებლობას ოქტომბრის ბოლოდან შეეძლება",- გვითხრა დავით ცერცვაძემ.

დღემდე ზეღდულეთში მცხოვრები 400 - მდე ოჯახი ინდივიდუალური ჭით სარგებლობს, თუმცა სასმელად საუბნო ონკანების წყალს იყენებს. რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც ლაბოლატორიული შემოწმების შედეგად ჭის წყალი სასმელად უვარგისი აღმოჩნდა, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფელში ჭაბურღილი და 4 საუბნო ონკანი მოაწყო.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 493 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი