მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის კულტურის სააგენტოს ერთმა განყოფილებამ 6 თვეში 385 536 ლარი დახარჯა

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების 6 თვის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, აღნიშნულმა განყოფილებამ 385 536 ლარი დახარჯა. ამ თანხიდან თანამშრომლებთა ხელფასებისთვის განისაზღვრა 327 484 ლარი.
განყოფილებაში სულ 148 თანამშრომელი მუშაობს, აქედან 14 შტატით და 134 შტატგარეშეა.
რაც შეეხება კომუნალურ, კავშირგაბმულობის, მივლინების, სოციალური უზრუნველყოფის (სადეკრეტო საავადმყოფო ფურცელი) , საკანცელარიო და სამეურნეო ხარჯებს, საერთო ჯამში 34 850 ლარი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, არაფინანსური აქტივების მუხლიდან შეძენილია 4 590 ლარის ვიდეო - აპარატურა. (ორი 2 535 ლარის კომპიუტერი, აქედან ერთი პერსონალური და ერთი ლეპტოპი).
აღნიშნულ სამსახურში, ბუნებრივი აირის ცენტრალური გათბობის სისტემის შეკეთებისთვის 4 761 ლარი დაიხარჯა.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
 
Read 1237 times

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი