მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის საკრებულოს წევრებზე 212 000 ლარი დაუსაბუთებლად გაიცა

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული აუდიტის ერთ-ერთი მუხლი, საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრების ხარჯებს ეხება.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს 2017–2018 წლებში ხარჯების ანაზაღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 212,3 ათასი ლარი.

ინფორმაციისთვის, 2017–2018 წლებში, მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესით. არათანამდებობის პირი დეპუტატი თანხას იღებს საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩეველთან შესახვედრად, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის. არათანამდებობის პირი საკრებულოს წევრის ხარჯების მაქსიმალური თანხა 400 ლარია.

აუდიტმა ამ საკითხთან დაკავშირებით დარღვევები გამოავლინა. დოკუმენტის მიხედვით თანხები დაუსაბუთებლად გაიცემოდა.

“საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალებები და იდენტური ხარჯი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების დასადასტურებლად“, - წერია აუდიტის დასკვნაში

თვითმართველობის კოდექსისი მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დიკუმენტაცია.

რადიო "მოზაიკა" ამ თემით ოთხი თვის წინ დაინტერესდა. ოფიციალურ ინფორმაციაში საკრებულო წერდა, რომ არათანამდებობის მქონე დეპუტატებს კანონი არ ავალდებულებდა ხარჯების დოკუმენტალურად წარდგენას. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში განმარტავდნენ, რომ თანხის გაცემის საფუძვლად სამი ამომრჩევლის ხელმოწერილი მოხსენებითი ბარათიც საკმარისი იყო.

ამავე თემაზე: 400 ლარი ამომრჩეველთან შესახვედრად - საკრებულოს წევრების განმარტებები

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 754 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი