მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რა ქონებას ფლობს გორის მერის ახალი მოადგილე

გორის მერის ახალმა მოადგილემ პირველი დეკლარაცია შეავსო. პაატა ივანიშვილმა მისი ოჯახის ქონების შესახებ ინფორმაცია მერის მოადგილის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის დღიდან, 5 კვირაში გამოაქვეყნა. ამისთვის კი, მას ერთ-წლიანი ვადა ჰქონდა.

ამ დროის მონაცემებით, პაატა ივანიშვილის სახელზე გორში კოსტავას ქუჩაზე მიწის ნაკვეთი (460კვ.მ) და საცხოვრებელი სახლია (180 კვ.მ) რეგისტრირებული, რომელიც მან 2013 წელს 40 000 ლარად შეიძინა.

პაატა ივანიშვილი მშობლებთან, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. საცხოვრებელ სახლს (80 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს (235 კვ.მ) ფლობს მისი მეუღლეც. თეონა დოთაშვილს ეს ფართობი გორში, ქუთაისის ქუჩაზე მიმდინარე წელს ჩუქებით აქვს გადაცემული. გარდა ამისა, მერის მოადგილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა LEXUS RX 330 3.3, რომელიც 2013 წელს 10 000 დოლარადაა შეძენილი. მერის მოადგილის მეუღლის სახელზეა გახსნილი ანაბარი ბანკში, სადაც ამ დროისთვის 10 019 დოლარია დარიცხული.

რაც შეეხება გასული წლის შემოსავალს, თავად პაატა ივანიშვილს ხელფასის სახით, 2018 წლის განმავლობაში, გაერთიანებული წყალმომარაგების გორის სერვისცენტრის მენეჯერობიდან 151 80 ლარი აქვს მიღებული; გორის კრივის სკოლის მთავარი სპეციალისტობიდან მიღებულმა ანაზღაურებამ კი გასულ წელს 3 840 ლარი შეადგინა.

მისი მეუღლის შემოსავალი კი, 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, 10 090 განისაზღვრა - თეონა დოთიაშვილი გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ადმინისტრაციის უფროს სპეციალისტად მუშაობს.

ივანიშვილების ოჯახის არცერთ წევრს, მერის მოადგილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1644 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი