მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

9200 ლარი ანაბარი, 30 280 ლარი წლიური ხელფასი - რა ქონებას ფლობს გორის მერი?

გასული წლის მონაცემების მიხედვით, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ხელფასის სახით, 30 280 ლარი, მისმა მეუღლემ კი, რომელიც სოციალური სუფსიდიების სააგენტოს მთავარი სპეციალისტია, 6240 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია კონსტანტინე თავზარაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში თავზარაშვილმა 2 წლის წინ აღებული სამომხმარებლო სესხი დაფარა და 6 924 ლარი გადაიხადა.

პარალელურად, გორის მერს ანაბარი უფიქსირდება იმ ბანკში (VTB - გორის ფილიალი), სადაც გენერალური დირექტორი მისი დისშვილია. თუ თავზარაშვილის მერობამდე, ანაბარზე არსებული თანხა 2 500 ლარს შეადგენდა (2017 წლის ოქტომბერი), ახლა ის ერთ ანგარიშზე 7 500 ლარით, მეორე ანაბრის ანგარიშზე კი 1 700 ლარითაა განსაზღვრული.

რაც შეეხება შპს "მარინს", რომლის დირექტორად (მერობასთან შეუთავსებელი პოზიცია) თავზარაშვილი მერობის პარალელურად 8 თვის განმავლობაში ფიქსირდებოდა, ახლა დეკლარაციის მიხედვით, ამ კომპანიაში ის 40% -იანი წილით პარტნიორია, 25%-ის მფლობელი კი მისი მეუღლე ქეთევან ტატიაშვილია.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 744 times Last modified on ოქტომბერი 30 2019

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი