მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

როგორ მოიგო მილიონიანი პროექტი გორის საპატიო მოქალაქემ  

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორის საპატიო მოქალაქის ვახტანგ ყანჩაველის სამშენებლო კომპანია " "სამშენებლო ტრესტი N3" ჯერ მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა, შემდეგ კი, აღმოაჩინა, რომ დოკუმენტაციაში ხარვეზები ჰქონდა და ოქმი, რომლის მიხედვით, ყანჩაველის ორგანიზაცია გამარჯვებულად გამოცხადდა, გააუქმეს.

საქმე ეხება სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერს.

ოქმის გაუქმებას წინ უძღოდა შპს "მამკო"-ს საჩივარი. კომპანიამ გორის მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვით, გამარჯვებულად "სამშენებლო ტრესტი N3" იყო გამოცხადებული.

"ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკი არ ემთხვევა სატენდერო დოკუმენტაციით მოცემულ ფორმას, გამოტოვებულია შესაბამისი გრაფა და არ წერია კვირების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება როგორც ჯამური, ასევე ცალკეული სამუშაოების მიხედვით. არასწორად წერია შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება ჰორიზონტალურად თვეების მიხედვით და ვერტიკალურად სამუშაოების მიხედვით, რომელიც უნდა იყოს სატენდერო ფასის ტოლი", - ირკვევა საჩივრიდან.

გორის მერიის სატენდერო კომისიამ ისე გამოაცხადა გამარჯვებული კომპანია, რომ აღნიშნული შენიშვნები არ გაუთვალისწინებია, თუმცა მას შემდეგ, რაც "მამკო"-ს საჩივარი შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ დააკმაყოფილა, მერია იძულებული იყო, გადაწყვეტილება შეეცვალა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაცდომების გამო, რომელიც "მამკო"-მ აღმოაჩინა "სამშენებლო ტრესტი N3"-ს სატენდერო წინადადებაში, გორის მერიამ დისკვალიფიკაცია სხვა კომპანიებს მიანიჭა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა შპს "თელა".

მიუხედავად იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია "სამშენებლო ტრესტი N3"-ს მოუწესრიგებელი ჰქონდა, მერიამ მას დისკვალიფიკაცია არ მიანიჭა და დოკუმენტების მოწესრიგების შანსი მისცა. შესაბამისად, საბოლოოდ, 9 სექტემბრის ოქმით, კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა.

ასე მოიგო "სამშენებლო ტრესტი N3"-მა 1 018 493 ლარიანი ტენდერი.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 639 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი