Back to Top
ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019 16:50

დახვედრა პოლიტიკურად - ელისაშვილის სტუმრობა გორში

ალეკო ელისაშვილი გორის აგრარულ ბაზარში დილის 11 საათზე მივიდა. მხარდამჭერებთან ერთად, სავაჭრო ცენტრში ის პლაკატებით გამოჩნდა, რომლებზეც გორელი მაჟორიტარების ფოტოები იყო გამოსახული.

ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიატარები - ეს იყო დღევანდელი კამპანიის ლოზუნგი, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი გორელ მოვაჭრეებს შეხვდა და გორელი პარლამენტარების საქმიანობაზე ინფორმაციის მიწოდებას აპირებდა. იმ დროისთვის, ბაზარში ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და საკრებულოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბაზარში სავაჭროდ იყვნენ მისულები.

ამავე თემაზე: ერთდღიანი შვებულებები და გორის ბაზარში სააგენტოს ავტობუსით მისული თანამშრომლები

შპს "გეორგია XXI"-ში მისულ "ქართული ოცნების" მხრდამჭერთა შორის იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ლევან ჯომარდაშვილი, რომელსაც ალეკო ელისაშვილთან შელაპარაკება მოუვიდა. ოპოზიციონერი ლიდერისგან ის განმარტებებს ითხოვდა, სცხევნოდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით დგომის. რაზეც ელისაშვილმა უპასუხა, რომ ის მხოლოდ  საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვდა.

ამავე თემაზე: გორის ბაზარში ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდნენ

დღევანდელ აქციაზე ძირითად გორის მაჟორიტარის გვარი ისმოდა. ამ ბაზარში მაკრახიძის ბიზნესწილებთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, რადიო "მოზაიკასგან" გაეცნო. მისი შეფასებით, პოლიტიკური ნიშნით უპირატესობების მინიჭება და ტენდერების მორგებს ადგილობრივი პარლამენტარების ინტერესებზე, სწორედ პროპორციული სისტემის შემოღებით აღმოიფხვრება.

ამავე თემაზე: რა დაუჯდა გორის მერიას მაჟორიტარის ოჯახის კომპანიასთან თანამშრომლობა

მოქალაქეებთან ერთად,  ელისაშვილს "გეორგია XXI"-ეს მეწილეებიც დახვდნენ. ისინი მოვაჭრეთა სიმცირეზე მიუთითებდნენ.

"ნებისმიერი ბიზნესმენი გააკეთებდა მაგას. ყველა ეცდებოდა, რომ აღებული ფართი უფრო ძვირად გაექირავებინა. აქ მაკრახიძე არაფერ შუაშია", - ამბობდნენ ისინი. 

"გეორგია XXI"- ში "სამოქალაქო მოძრაობის" წევრების სტუმრობისას, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც ახსენეს. ელისაშვილი იქ მყოფებს კორუფციული გარიგების ნიშნებზე ესაუბრა და ამის დასტურად მაკრახიძის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება დაუსახელა, რაც ელისაშვილის თქმით, 92 მლნ ლარს შეადგენს.

ელისაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად "გეორგია XXI" საათნახევარში დატოვა. შედარებით მეტი დრო დასჭირდა ტერიტორიის დატოვებისთვის პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიასთან დილიდან იმყოფებიან.

ანალოგიური ლოზინგით "სამოქალაქო მოძრაობის" წევრები მსგავსი კამპანიების მოწყობას, შიდა ქართლის შემდეგ, სხვა რეგიონებშიც გეგმავენ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2724 times Last modified on ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2019 17:11