Back to Top
ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 12:39

3 000 ლარი ფოიერვერკისთვის და 7-ლარიანი საჩუქრები ბავშებისთვის - საახალწლო სამზადისი გორში

გორის მერია საახალწლოდ ფოიერვერკში, განათებებსა და ტკბილეულში 116 000 ლარამდე დახარჯავს.


გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ 1 800 ბავშვისთვის ტკბილეულის დასარიგებლად 13 000 ლარი გაითვალისწინა. შესაბამისი ტენდერი კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ტკბილეული ბავშვებს საახალწლო ღონისძიებაზე გადაეცემათ. მოსაწვებებს კი გორის მერია, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაურიგებს.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის დასრულების შემდეგ გათვალისწინებული თანხა არ შეიცვალა, თითოეული სასაჩუქრე პაკეტში, გორის მერია დაახლოებით 7 ლარს გადაიხდის. პაკეტში 5 სახეობის ტკბილეული შევა.

რაც შეეხება, საახალწლო ფოიერვერკს, პიროტექნიკის შესაძენად კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სამსახურმა 3000 ლარი გადაიხადა. სააგენტომ ხელშეკრულება ინდ.მეწარმე ნატალია გერმანიშვილს გაუფორმა.

ამავე თემაზე: გორის ბიუჯეტიდან საახალწლო ფოიერვერკისთვის 3000 ლარი დაიხარჯება

გორის მერიამ საახალწლო მორთულობების შესაძენად წელს, 2018 წელთან შედარებით 70 000 ლარით მეტი დახარჯა. როგორც მერიაში ამბობენ, წელს ცენტრალურის გარდა, ის ქუჩებიც მოირთვება, სადაც წინა წლებში ვერ ხერხდებოდა.

ამავე თემაზე: გორში საახალწლო სამზადისი დაიწყო

ამავე თემაზე: მანათობელი დიოდური ვარსკვლავი, ირმებიანი მარხილი და "ლოლო" - საახალწლო განათებები გორში

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 642 times Last modified on ხუთშაბათი, 05 დეკემბერი 2019 13:07