mukilurji640X90

გაიხსენე ისტორია

კავშირგაბმულობა

კავშირგაბმულობა 27

"კავშირგაბმულობა" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ნინო ჩიბჩიურია. ქართულ-ოსური ურთიერთობები, ომის შედეგები, დევნილი ადამიანების მოგონებები და სამომავლო გეგმები - ეს ამ გადაცემის მთავარი თემებია. 

გადაცემის სტუმარია არინა თავაქარაშვილი. 

გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნინო ჩიბჩიური


გადაცემის სტუმარია სოფელ კეხვიდან დევნილი ფიქრია შველიძე.

გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნინო ჩიბჩიური


გადაცემის სტუმარია ეკა ბიჩიოვა.

გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნინო ჩიბჩიური 


გადაცემის სტუმარია დევნილი თინათინ კვაღინაძე. 

გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნინო ჩიბჩიური


გადაცემის სტუმარია ცხინვალიდან დევნილი ცარო ყაზახაშვილი. 

გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნინო ჩიბჩიური


გადაცემის სტუმარია იძულებით გადაადგილებული პირი ფიქრია მარუაშვილი.

გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნინო ჩიბჩიური


2008 წლამდე ქართველი და ოსი ახალგაზრდები ერთად მუშაობდნენ სამშვიდობო სტრატეგიაზე, მონაწილეობდნენ საერთო პროექტებში და კავშირების გამყარებაზე მსჯელობდნენ. სამშვიდობო აქტივისტებს შორის ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წარმომადგენელი მეგი ბიბილური იყო. ის ჩატეხილი ხიდის აღდგენას სხვადასხვა აქტივობებით დღემდე ცდილობს.


2008 წლის აგვისტოს ომმა ოჯახები ორ ნაწილად გაყო. ლია ჭულუხაძე ოკუპაციამ საკუთარ დას დააშორა, ვისთანაც მეათე წელია მხოლოდ ტელეფონითა და ინტერნეტით კონტაქტობს. რუსეთის პასპორტის არქონის გამო ცხინვალში მცხოვრები ნათესავები ქართულ მხარეს გადმოსვლას ვერ ახერხებენ.


ქართველების მიმართ მტრის ხატს ცხინვალში ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობის პერიოდიდან ქმნიდნენ, - ასე იხსენებს ცხინვალიდან დევნილი თამაზ გვიმრაძე ბავშვობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში გატარებულ წლებს უკავშირდება. მისი ინფორმაციით, სკოლაში ადგილობრივებს ასაფლავებდნენ და საფლავის ქვაზე  ფაშისტური ქართველების დანაშაულებებზე მიუთითებდნენ. მტრის ხატის მიუხედავად, თამაზ გვიმრაძე ამბობს, რომ კავშირები და მეგობრობა ქართველებსა და ოსებს შორის მაინც არსებობდა, რომელიც დღესაც გრძელდება. მისივე განმარტებით, ცხინვალში ქართველების უმცირესობებაში მოქცევა სწორედ რუსეთის ფარული თუ ღია მოქმედების შედეგი გახდა.


ომი ვერ შლის თანაცხოვრების ტრადიციებსა და ნათესაურ კავშირებს, - ეს სიტყვები ერგნეთში მცხოვრებ ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის, რომლის დასტურად მას  ,,კავშირგაბმულობაში" ერთ-ერთ ისტორია მოჰყავს, სადაც შეიძლება ითქვას მთავარი მოქმედი გმირი იყო. ლია ჩლაჩიძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალელ ქალებთან მათი გააქტიურებისა და ჩართულობის მიზნით აქტიურად ურთიერთობა. კავშირები დღესაც გრძელდება თუმცა მხოლოდ სოციალური ქსელით. ლია ჩლაჩიძე ცხინვალელების გამოხმაურებაზეც საუბრობს, მაშინ როცა მან თავის  სოფელში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში აგვისტოს ომის მუზეუმი გახსნა. მისი ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მალე ოკუპირებულ რეგიონში ,,მკვდარი სულების მუზეუმის" გახსნას აპირებენ.


გვერდი 2 სულ 2

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი