მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

კავშირგაბმულობა

კავშირგაბმულობა 31

"კავშირგაბმულობა" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ნინო ჩიბჩიურია. ქართულ-ოსური ურთიერთობები, ომის შედეგები, დევნილი ადამიანების მოგონებები და სამომავლო გეგმები - ეს ამ გადაცემის მთავარი თემებია. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადმოსული ოსი პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მტრის ხატის დამსხვრევას უკან დაბრუნებული ადამიანები საკუთარ ახლობლებთანაც ცდილობენ. ქართველი და ოსი ექიმები, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ერთმანეთს მესამე ქვეყანაში ხვდებიან და ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობებს ერთმანეთს უზიარებენ. მათი მთავარი მიზანი ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ადამიანის სიცოცხლის გაშარჩენაა. ამ დროს ეროვნება უკვე უნიშვნელო ხდება. 


კონფლიქტამდე ურთიერთობები, თანაცხოვრების ისტორიები და ახალ თაობებს შორის გაუცხოების საფრთხე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა" მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა. "ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" წარმომადგენელი ნანა საბანაძე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალელებს ძირითადად მესამე ქვეყანაში ხვდება და არსებული განწყობების შესახებ ინფორმაციასაც მათგან იღებს. აღნიშნულ ორგანიზაციას მანანა მებუკეს გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, ნინო ქუთათელაძე ხელმძღვანელობს და მის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებსაც ეძელვათ.


შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო. გამყოფი ხაზის ერთ და მეორე მხარეს ოჯახის წევრებიც კი აღმოჩნდნენ. მათ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენას ადგილობრივი მედია ცდილობს, რომელიც არაპოლიტიკური მასალების გავრცელებით დაკარგული ნდობის აღდგენას უწყობს ხელს. რა განწყობებს ხვდებიან ჟურნალისტები კონფლიქტის ზონაში, რა პრობლემებისა და იმედების ფონზე უწევს ცხოვრება ომგამოვლილ მოსახლეობას, - "კავშიღგაბმულობაში''მოისმენთ, რომლის პირველი სტუმარი ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილია.


გვერდი 3 სულ 3

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი