გადაცემები 201
Children categories

ფორთოხალი 46
"ფორთოხალი" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ანა ჯიოშვილია. გადაცემის სტუმრები ბევრი თქვენგანის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან. მათ გადაცემაში ხშირად იმ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, რაზეც მანამდე შესაძლოა არც უფიქრიათ.
View items...
სოციუმი 44
"სოციუმი" ყოვლკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანია ნათია ომაძე. გადაცემა ეთმობა ჩვენში არსებულ იმ სოციალურ-კულტურულ პრობლემებზე საუბარს, რომლებსაც ადამიანები ხშირად უგულებელვყოფთ.
View items...
კავშირგაბმულობა 27
"კავშირგაბმულობა" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ნინო ჩიბჩიურია. ქართულ-ოსური ურთიერთობები, ომის შედეგები, დევნილი ადამიანების მოგონებები და სამომავლო გეგმები - ეს ამ გადაცემის მთავარი თემებია.
View items...
საუბრები 38
"საუბრები" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი წამყვანი და სტუმარი ერთი და იგივე ადამიანი არასოდეს არის. ამ გადაცემას სხვადასხა პროფესიის, ინტერესების და სოციალური სტატუსის მქონე პირები უძღვებიან. ისინი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ და დისკუსიაში ჩართვის საშუალებასაც გვაძლევენ.
View items...
ინტერვალი 23
"ინტერვალი" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი თამარ მჭედილიშვილია. თამარი გვიყვება კულტურის სფეროში მომხდარ სიახლეებზე და ასე ცდილბს, ახლოდან გაგვაცნოს ის ადამიანები, რომლებიც ხატავენ, წერენ, მღერიან, ცეკვავენ, ფოტოებს იღებენ...
View items...კონფლიქტამდე ურთიერთობები, თანაცხოვრების ისტორიები და ახალ თაობებს შორის გაუცხოების საფრთხე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა" მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა. "ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" წარმომადგენელი ნანა საბანაძე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალელებს ძირითადად მესამე ქვეყანაში ხვდება და არსებული განწყობების შესახებ ინფორმაციასაც მათგან იღებს. აღნიშნულ ორგანიზაციას მანანა მებუკეს გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, ნინო ქუთათელაძე ხელმძღვანელობს და მის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებსაც ეძელვათ.
გადაცემის "ფორთოხალი" სტუმარია მსახიობი, რეჟისორი, გორის საპატიო მოქალაქე ანზორ გვაძაბია.
სადღესასწაულო სუფრა და გლინტვეინის საავტორო რეცეპტი თამარ ობლიშვილისგან.
გადაცემის წამყვანი: ანი ბალიაშვილი.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო. გამყოფი ხაზის ერთ და მეორე მხარეს ოჯახის წევრებიც კი აღმოჩნდნენ. მათ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენას ადგილობრივი მედია ცდილობს, რომელიც არაპოლიტიკური მასალების გავრცელებით დაკარგული ნდობის აღდგენას უწყობს ხელს. რა განწყობებს ხვდებიან ჟურნალისტები კონფლიქტის ზონაში, რა პრობლემებისა და იმედების ფონზე უწევს ცხოვრება ომგამოვლილ მოსახლეობას, - "კავშიღგაბმულობაში''მოისმენთ, რომლის პირველი სტუმარი ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილია.
როგორ აღნიშნავდნენ ჩვენი წინაპრები ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და რა ვიცით შობა-ახალი წლის ტრადიციებზე? რა არის სინამდვილეში ჩვენი წინასაახალწლო ტრადიცია და რა იყოს ის, რაც გამოგვარჩევდა სხვა ერებისა და კულტურებისგან? რა არის შემონახული დღეს იმ ტრადიციებისგან და რამ იცვალა სახე? - ამ თემებზე გადაცემაში "სოციუმი" საუბრობს ეთნოლოგი თამილა კოშორიძე.
გადაცემის "ფორთოხალი" სტუმარია მომღერალი მელანო ფისაძე.