მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გადაცემები 271

Children categories

ფორთოხალი

ფორთოხალი 46

"ფორთოხალი" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ანა ჯიოშვილია. გადაცემის სტუმრები ბევრი თქვენგანის კარგად ნაცნობი ადამიანები არიან. მათ გადაცემაში ხშირად იმ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, რაზეც მანამდე შესაძლოა არც უფიქრიათ. 

View items...
სოციუმი

სოციუმი 66

"სოციუმი" ყოვლკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანია ნათია ომაძე. გადაცემა ეთმობა ჩვენში არსებულ იმ სოციალურ-კულტურულ პრობლემებზე საუბარს, რომლებსაც ადამიანები ხშირად უგულებელვყოფთ.

View items...
კავშირგაბმულობა

კავშირგაბმულობა 31

"კავშირგაბმულობა" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი ნინო ჩიბჩიურია. ქართულ-ოსური ურთიერთობები, ომის შედეგები, დევნილი ადამიანების მოგონებები და სამომავლო გეგმები - ეს ამ გადაცემის მთავარი თემებია. 

View items...
საუბრები

საუბრები 58

"საუბრები" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი წამყვანი და სტუმარი ერთი და იგივე ადამიანი არასოდეს არის. ამ გადაცემას სხვადასხა პროფესიის, ინტერესების და სოციალური სტატუსის მქონე პირები უძღვებიან. ისინი საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ და დისკუსიაში ჩართვის საშუალებასაც გვაძლევენ. 

View items...
ინტერვალი

ინტერვალი 23

"ინტერვალი" ყოველკვირეული გადაცემაა. მისი ავტორი და წამყვანი თამარ მჭედილიშვილია. თამარი გვიყვება კულტურის სფეროში მომხდარ სიახლეებზე და ასე ცდილბს, ახლოდან გაგვაცნოს ის ადამიანები, რომლებიც ხატავენ, წერენ, მღერიან, ცეკვავენ, ფოტოებს იღებენ... 

View items...
Published in კავშირგაბმულობა Written by იანვარი 20 2018

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადმოსული ოსი პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. მტრის ხატის დამსხვრევას უკან დაბრუნებული ადამიანები საკუთარ ახლობლებთანაც ცდილობენ. ქართველი და ოსი ექიმები, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ერთმანეთს მესამე ქვეყანაში ხვდებიან და ჯანდაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობებს ერთმანეთს უზიარებენ. მათი მთავარი მიზანი ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ადამიანის სიცოცხლის გაშარჩენაა. ამ დროს ეროვნება უკვე უნიშვნელო ხდება. 

Published in ფორთოხალი Written by იანვარი 17 2018

გადაცემის "ფორთოხალი" სტუმარია გიორგი ედიშერაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი სპეციალისტი.

Published in სოციუმი Written by იანვარი 16 2018

გადაცემის თემა: ჯანსაღი კვება

გადაცემის ავტორი და წამყვანი: ნათია ომაძე

სტუმარი: ნინო ჯეირანაშვილი, გორის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ენდოკრინოლოგი

Published in ინტერვალი Written by იანვარი 16 2018

საახალწლო სადღესასწაულო წარმოდგენები ერისთავის თეატრში გრძელდება - პატარა მაყურებელს თეატრი სამ წარმოდგენას სთავაზობს: "ზღარბი ნისლში", "კონკია" და "წითელქუდა". სპექტაკლების შესახებ გადაცემის პირველ ბლოკში მსახიობები ზვიად მაღალაშვილი და კოტე კახიშვილი საუბრობენ. გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი კი მარიამ შაქარაშვილი, ახალგაზრდა პერსპექტიული და უკვე საკმაოდ წარმატებული მხატვარია. მის ნამუშევრებს ნახავთ როგოროც საქართველოში, ასევე გერმანიაში,იტალიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.

Published in საუბრები Written by იანვარი 15 2018

გადაცემაში "საუბრები" ქართული თეატრისა და მსახიობის ცხოვრების შესახებ საუბრობენ მსახიობები მარიამ არღუთაშვილი და კახა ბერიძე. 

Published in კავშირგაბმულობა Written by იანვარი 15 2018

კონფლიქტამდე ურთიერთობები, თანაცხოვრების ისტორიები და ახალ თაობებს შორის გაუცხოების საფრთხე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც გადაცემაში ,,კავშირგაბმულობა" მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა. "ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის" წარმომადგენელი ნანა საბანაძე ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალელებს ძირითადად მესამე ქვეყანაში ხვდება და არსებული განწყობების შესახებ ინფორმაციასაც მათგან იღებს. აღნიშნულ ორგანიზაციას მანანა მებუკეს გარდაცვალების შემდეგ მისი შვილი, ნინო ქუთათელაძე ხელმძღვანელობს და მის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობის საშუალება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებსაც ეძელვათ.

Published in ფორთოხალი Written by იანვარი 11 2018

გადაცემის "ფორთოხალი" სტუმარია მსახიობი, რეჟისორი, გორის საპატიო მოქალაქე ანზორ გვაძაბია.

Published in საუბრები Written by იანვარი 08 2018

სადღესასწაულო სუფრა და გლინტვეინის საავტორო რეცეპტი თამარ ობლიშვილისგან.

გადაცემის წამყვანი: ანი ბალიაშვილი. 

Published in კავშირგაბმულობა Written by იანვარი 06 2018

შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალის რეგიონში მოსახლეობა ორ ნაწილად გაიყო. გამყოფი ხაზის ერთ და მეორე მხარეს ოჯახის წევრებიც კი აღმოჩნდნენ. მათ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენას ადგილობრივი მედია ცდილობს, რომელიც არაპოლიტიკური მასალების გავრცელებით დაკარგული ნდობის აღდგენას უწყობს ხელს. რა განწყობებს ხვდებიან ჟურნალისტები კონფლიქტის ზონაში, რა პრობლემებისა და იმედების ფონზე უწევს ცხოვრება ომგამოვლილ მოსახლეობას, - "კავშიღგაბმულობაში''მოისმენთ, რომლის პირველი სტუმარი ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილია.

გვერდი 21 სულ 21

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი