Back to Top
კვირა, 15 ნოემბერი 2020 19:25

"მეჩე" - ხატმწერი გორიდან, რომელიც ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს

Written by
Rate this item
(2 votes)

"მეჩე" - ასე იცნობდნენ გორში გაბრიელ მეჩითოვს, რომელიც 14 ნოემბერს, საღამოს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბარათაშვილის ძეგლის მიმდებარედ, გარდაცვლილი ნახეს.

გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ "გაიყინა", სიცივისგან გარდაიცვალა.

 

"დიდ დროს ატარებდა ამ ტერიტორიაზე. ბევრჯერ დაგვინახავს რომ სკამზე ეძინა, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა გამვლელმა თავისი ქურთუკი მისცა. სციოდა და ჩაიცვა" , - გვიყვება ჭავჭავაძის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

 

გაბრიელ მეჩითოვი გორში, იერუშალაიმის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა. ოდესღაც ხატმწერიც ყოფილა და თავის ნამუშევრებს უსასყიდლოდ გასცემდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს საქმე მიივიწყა. მას ყველაზე ხშირად ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხატების მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახავდით.

 

"ხატების წერა მაშინ დაიწყო, როცა რუსთავის N2 იზოლატორში იჯდა და ეს საქმე მას შემდეგაც გააგრძელა, რაც ციხიდან გამოვიდა. გორში ბევრ ოჯახში შეხვდებით მის დაწერილ ხატს, ბევრმა არც იცის, რომ ამ ხატების ავტორი გაბრიელ მეჩითოვია" , - აბობს გაბრიელის მეგობარი.

 

"ხალხს ერთმანეთი უყვარდეს და ბევრი საღებავები მქონდეს. დანარჩენი მეჩემ იცის" , - ასე პასუხობს გაბრიელ მეჩითოვი ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მისი ოცნება.

 

დანარჩენი მეჩემ იცის...

Read 2762 times