Back to Top
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 12:45

„საახალწლო ქალაქი“ ქეთი წიწიკაშვილისგან

Written by
Rate this item
(0 votes)

"საახალწლო ქალაქი" - ასე ჰქვია დეკორაციებს, რომელსაც ქეთი წიწიკაშვილი შვილებთან ერთად ქმნის.

 

ქეთი წიწიკაშვილი პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელია. ის გორის ერთ - ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს. ქეთის ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბოლო პერიოდში მან შვილებთან ერთად საახალწლო დეკორაციების დამზადება დაიწყო.

 

 

ქეთის “საახალწლო ქალაქის“ ფასი 50 ლარიდან იწყება.

 

“ერთი კვირის წინ სახლისთვის გავაკეთე პატარა ღუნღულა ქალაქი და უბრალოდ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში და გავუზიარე მეგობრებს, დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ნამუშევარს. ამის შემდეგ კი ვიღებ უამრავ შეკვეთას. “საახალწლო ქალაქის“ ფასები 50 ლარიდან ზემოთ ღირს, ეს სახლების რაოდენობაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ქეთი წიწიკაშვილი.

 

ქეთი საახალწლო დეკორაციებს შვილებთან, პეტრესთან და ანუკისთან ერთად ქმნის.

 

“დეკორაციების გაკეთებას დიდი დრო სჭირდება. საქმის შემსუბუქებაში ჩემი მცირეწლოვანი შვილები პეტრე და ანუკი მეხმარებიან. ძალიან ცელქი ბავშვები არიან. ვცდილობ ჩემს საქმიანობაში ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, მათ ვაჭრევინებ დეკორაციებისთვის საჭირო დეტალებს, რომ მეც მქონდეს დრო ეს საქმე ვაკეთო. ვფიქრობ ერთად კარგად ვთანამშრომლობთ“, - თქვა ქეთიმ.

 

 

ქეთი სხვადასხვა დეკორაციების გაკეთებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

 

“დეკორაციების გაკეთება პანდემიამ მომაფიქრებინა, დრო რომ მხიარულად გამეტარებინა. ახლა ვფიქრობ ეს საქმე გავაგრძელო, ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. აღებული თანხით ბევრ ქალაქს გავაკეთებ და უამრავ ბავშვს გავახარებ, რადგან ვფიქრობ, რომ ახალი წელი ყველასთვის უნდა იყოს ნათელი, თეთრი და ისეთი ციმციმა, როგორიც ჩემი “საახალწლო ქალაქია“, - ამბობს წიწიკაშვილი.

Read 807 times Last modified on ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 12:54