Back to Top
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020 13:42

გორელი მწერლის, ნათია ხადურის "მოპარული ვნება"

Written by
Rate this item
(0 votes)

"უდაბნოელი", - ასე ჰქვია კრებულს, რომელიც გორელმა მწერალმა ნათია ხადურმა დაწერა. მასში გაერთიანებულია ლექსები და რომანი, "მოპარული ვნება".

 


ნათია ხადური პროფესიით ეკონომისტია, 40 წლის ასაკში კი ახალი პროფესიის ათვისება გადაწყვიტა. ერთ წელში მას საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხი ექნება.

 

"პროფესიით ეკონომისტი ვარ, ახლა ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობები და სამართალის, მეოთხე კურსზე . 40 წლის ასაკში გადავწყვიტე ამ პროფესიის შესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ბიჭის დედა ვარ და ისინიც სტუდენტები არიან, მაინც გადავწყვიტე ჩემი სურვილები რეალური გამეხადა. რატომღაც ჩვენთან ასეა მიღებული, საშუალო სკოლას რომ დაამთავრებ მაშინ უნდა ჩააბარო უმაღლესში, მე ამ სტერეოტიპს ვამსხვრევ, კარგი იქნება თუ ერთი ადამიანისთვის მაინც ვიქცევი მოტივატორად",- ამბობს ნათია ხადური

 

 

 

ნათია ხადური ლექსებს ბავშვობიდან წერს, მაგრამ რომანი პირველად დაწერა.

"ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი, რაც შეეხება პროზას ეს არის ჩემთვის პირველი. 2010 წელს ვფიქრობდი, რომ უნდა დამეწერა რომანი, რომელსაც ერქმეოდა “მოპარული ვნება“, მას მერე თითქმის 10 წელი გავიდა, რომანში წლების განმავლობაში ნაგროვები ისტორიებია, მაგრამ ყველაფერი რეალურია. ეს ინფორმაციები შევაგროვე და ერთ კვირაში თავი მოვუყარე წიგნში", - თქვა ნათიამ


ავტორის თქმით წიგნმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია მკითხველში და საჭირო გახდა ახალი ტირაჟის დაბეჭვდა.

"რომანში საუბარია ერთ განათლებულ ინტელექტუალ ქალზე, რომელსაც მასზე უმცროსი მამაკაცი უყვარდება. ეს არის უცბად მოსული ურთიერთობა, რომელიც ორივემ იცის, რომ მალე დასრულდება. ეს არის ჩვეულებრივად დაწყებული ურთიერთობა, რომელიც იქცა არაჩვეულებრივად. როდესაც რომანს ვწერდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, პირველად 1000 ცალი დავბეჭდეთ. გამოსვლიდან წიგნი მალევე დეფიციტში იყო. დღე-დღეზე ახალი ტირაჟიც გამოვა, რადგან მოთხოვნაა მკითხველებისგან", - ამბობს ხადური


ნათია მომავალშიც ფიქრობს წიგნის დაბეჭვდას. როგორც რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში აღნიშნა, უკვე აქვს ჩანახატები ახალი რომანისთვის.

"სამომავლოდ ვმუშაობ ახალ რომანზე, ასევე მინდა ეს წიგნი, “მოპარული ვნება“ ვთარგმნო ინგლისურად, ფრანგულად და შემდეგ ებრაულად. ამაზე მოლაპარაკებები მიდის, ზუსტად როდის ითარგმნება არ ვიცი. წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მირეკავს სხვადასხვა ასაკის ადამიანი და თავის აზრს მიზიარებს, ამიტომ მინდა უფრო ფართო აუდიტორია ჰყავდეს წიგნს", - აღნიშნა ნათიამ


რომანი მოპარული ვნება უკვე იყიდება წიგნის მაღაზიებში.

Read 536 times Last modified on ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020 14:54