Back to Top
სამშაბათი, 26 იანვარი 2021 15:24

Tea's Accessories - ხელნაკეთი ბროშები გორელი მასწავლებლისგან

Written by
Rate this item
(0 votes)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად დანახვა არაერთმა ადამიანმა შეძლო. ერთ-ერთი ასეთი თეა წაველიძეა, რომელიც ხელნაკეთ ბროშებს აკეთებს.

 

 

"ყოველთვის მინდოდა, რომ საკუთარი ხელით შემექმნა აქსესუარები. სულ ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც მოსართავ ნივთებს ატარებდნენ და ვფიქრობდი, როგორ გავაკეთებდი რამე მსგავსს დამოუკიდებლად", - გვიყვება თეა.

 

ის ამჟამად ძირითადად ბისერებით და ლენტებით ამზადებს ბროშებს, რომელთა ფოტოებს ფეიქბუქ გვერდზე ანთავსებს და ასე ცდილობს, მათ გაყიდვას. Tea's Accessories - ასე ჰქვია ფეიჯს, სადაც მსურველებს თეასთან დაკონტაქტება შეუძლიათ. 

 

 

"რთული სამუშაოა და გონების მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს. თან ყოველთვის მაქსიმალურ ვითხოვ საკუთარი თავისგან და როგორც მნახველები ამბობენ, ეს ნივთებსაც ეტყობა. ჩემთვის ყველა ნივთი, რომელსაც ვაკეთებ, შეუფასებელია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ მათი ღირებულება მოქალაქეთა ფინანსურ შესაძლებლობებს შევუსაბამო", - ამბობს თეა.

 

მისი ნივთების ფასი 15 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ბროშის ზომასა და ფორმაზე.

 

"ერთი ბროშის დამზადებას საშუალოდ 3 დღე სჭირდება. ნაწილის დიზაინს თავად ვქმნი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები მიგზავნიან სასურველი ბროშის ფორმას და ამის მიხედვით ვუმზადებ შეკვეთას".

 

 

თეა პროფესიით პედგოგია და უკვე წლებია საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობს. მისი ხელნაკეთი ნივთები საკუთარ აღსაზრდელა ჯგუფებსაც ამშვენებს.

 

"ზოგადად, ხელსაქმე ჩემი ჰობია. მომწონს, როცა დეკორაციებს ვქმნი. არ ვიცი, მომავალში ჩემს პროდუქციას თუ დავამატებ რაიმეს, ეს ყველაფერი გარშემო არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩემი აქსეუარების გაყიდვა მოიმატებს".

 

 

Read 825 times