Back to Top
ორშაბათი, 15 თებერვალი 2021 14:08

შამპანური, მინების საწმენდი, სპორტული სამოსი - ქალები და მათი გამოგონებები

ავტორი: ციკო ხანიშვილი

 

ამბავი, რომელსაც მოგიყვებით ქალებს და მათ გამოგონებებს ეხება - ბარბარა ნიკოლის, ჟან ლანვენის და მერი ანდერსონის გამოგონებებს თანამედროვე სამყაროშიც ყოველდღურად ვხვდებით და აქტიურადაც ვიყენებთ.

 

ბარბარა ნიკოლ კლიკო

 

თანამედროვე სახის შამპანურის ავტორი ბარბარა ნიკოლ კლიკო გახლავთ. ის XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. 27 წლის ასაკში დაქვრივებულმა ქალმა გადაწყვიტა მეუღლის საქმიანობა, მეღვინეობა გადაერჩინა. ახალგაზრდა ქვრივი მალევე მივიდა საოცარ შედეგამდე. ღვინო მისი მუშაობის და ძალისხმევის შედეგად შამპანურად იქცა. მალევე, მასზე მთელი მსოფლიო საუბრობდა. ნიკოლ კლიკომ სითხის ღვინის დანალექებისგან გაწმენდის საშუალება გამოიგონა. ეს რემუაჟის მეთოდი გახლავთ და დღეს მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ. მადამ კლიკო ასევე ვარდისფერი შამპანურის ავტორიცაა.


ჟან ლანვენი

 

მოდის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ქალი დიზაინერი, მეწარმე, როგორც მას XIX საუკუნეში უწოდებდნენ, ჟან ლანვენი გახლდათ. დიზაინერი სამოსს ქალებისთვის ქმნიდა, მან პირველად ქუდების მაღაზია გახსნა. შემდეგ პატარა გოგონებისთვის აბრეშუმის კაბების კერვა დაიწყო, რომელიც მოქარგული გახლდათ და იდეის მთავარ ინსპირატორს ჟანის ქალიშვილი წარმოადგენდა. დიზაინერის მიერ შემუშავებული სტრატეგია, გაყიდვების კუთხით, საკმაოდ წარმატებული იყო და დროს უსწრებდა. ჟანმა 1920 წელს წარმოება გააფართოვა და საკუთარ ნამუშევრებს სპორტული სამოსი დაამატა, ასევე გაყიდვაში ჩაუშვა ბეწვის სამოსი, ქალის თეთრეული, მამაკაცის სამოსი, საცურაო კოსტიუმები და სახლის აქსესუარებიც კი. ასევე აღსანიშნავია, რომ ჟან ლანვენი სუნამოებსაც ყიდდა.


მერი ანდერსონი

 

20-ე საუკუნეში კიდევ ერთ "მამაკაცურ" თემას შეეხო ქალის გამოგონება. ეს ავტომობილის საქარე მინის გამწმენდი გახლავთ. მერი ანდერსონის ეს გამოგონება 1903 წლის ზამთრის ცივ დღეს უკავშირდება. ნიუ-იორკში გმგზავრებისას მერი ანდერსონის მძღოლი ხშირად აჩერებდა ავტმობილს და საქარე მინას თოვლს ხელით აცილებდა, რაც თავის მხრივ ავტომობილის სალონის სიცივეს იწვევდა, ქალისთვის ეს ძალზედ არაკომფორტული იყო. მძღოლის ამგვარმა ქმედებამ მერი დააფიქრა. მან გადაწყვიტა რეზინის ნიჩბის მსგავსი მოწყობილობა შეექმნა, რომელსაც მოძრაობაში მოიყვანდა და რაც მთავარია, ავტომობილის სალონიდან იქნებოდა მისი მართვა შესაძლებელი. იმავე წელს ანდერსონმა გამოგონების პატენტი მიიღო, თუმცა საავტომობილო კომპანიებმა ამ გამოგონებას სკეპტიკურად შეხედეს. ჩათვალეს, რომ საქარე მინის გამწმენდის მოძრაობა მძღოლს მართვის დროს კონცენტრაციას დააკარგვინებდა. 1922 წელს კომპანია "კადილაკმა" პირველად გამოიყენა მერის გამოგონება და დღემდე საქარე მინის გამწმენდი ავტომობილის განუყრელი ნაწილია. მერი ანდერსონი უძრავი ქონების დეველოპერი იყო, ფლობდა რანჩოს და აქტიურად მისდევდა მეღვნეობას.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.