Back to Top
სამშაბათი, 09 მარტი 2021 11:34

სტუდენტები და დასაქმების პრობლემა - ქვეყნიდან წასვლა, როგორც გამოსავალი?

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ გაბლიშვილი

 

ეკონომიკური განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მოქალაქეების დასაქმებაა - მათ უნდა ეძლეოდეთ საშუალება, დასაქმდნენ და მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ეს კი, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ცალკეული ადამიანების პიროვნულ-პროფესიულ ზარდასაც შეუწყობს ხელს.

 

ამ თვალსაზრისით, ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს - ჩვენ გარშემო, ადამიანების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია. მათ უჭირთ საკუთარი პროფესიის ან უნარების შესაბამისი სამუშაოს მოძებნა და ამიტომ, უკვე ნორმად იქცა, ჩვენი მოქალაქეებს სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა.

 

ამგვარი რეალობა ცხოვრებას ახალგარდებსაც ურთულებთ - სტუდენტებს უჭირთ მათზე მორგებული სამსახურის მოძებნა და ხშირია შემთხვევები, როდესაც არასაკმარისი შემოსავლების გამო, ისინი სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. ამ მხრივ მდგომარეობა ახალიკორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა.

 

ყველამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი სტუდენტი, სწავლის პარალელურად, მუშაობს მაღაზიებში, კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში. პანდემიის გამო კი, ყველა ეს დაწესებულება თვეების განმავლობაში დაკეტილი იყო. შესაბამისად, იქ დასაქმებული სტუდენტებიც სამსახურის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. რის გამოც, ახალგაზრდებს სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდათ და დროებით განათლების მიღებაზე უარის თქმა მოუხდათ.

 

ეკონომიკური კრიზისის გარდა, პანდემიამ სტუდენტებს სხვა პრობლემებიც შეუქმნა -ძალიან მოკლე დროში გადავედით ონლაინ პლატფორმაზე, რასაც ყველა მოუმზადებელი შეხვდა.  იყვნენ სტუდენტები, რომლებსაც ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ტექნიკასა და ხარისხიან ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებოდათ, რაც თავისთავად სასწავლო პროცესზეც აისახა.

 

„ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობთ იმ უარტყოთ შედეგებს, რაც პანდემიამ მოგვიტანა. ნეგატიურ გავლენებს ნელ-ნელა კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ“, - მსგავსი შინაარსის შეფასებები უკვე არაერთხელ მოვისმინე და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება.

 

სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა გაანალიზოს ყველა ის სირთულე, რომელიც პანდემიამ ახალგაზრდებს შეუქმნა. გამოიკვლიოს მათი საჭიროებები და უმოკლეს ვადაში ეცადოს, მათზე მორგებული ცვლილებების განხორციელებას - ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის შესახებ, ინტერნეტიზაციის პროცესის დაჩქარება სოფლებში ან თუნდაც სხვდასხვა სექტორებთან თანამშრომლობა, სტუდენტებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ბევრ ახალგაზრდას მოუწევს ქვეყნიდან წასვლა ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, საჭირო ფინანსების მოსაძიებლად.

Read 262 times Last modified on სამშაბათი, 09 მარტი 2021 11:38