Back to Top
სამშაბათი, 09 მარტი 2021 12:05

ბრძოლა, რომელშიც ყველა ქალია ჩაბმული

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ დემუროვი

 

რამოდენიმე კვირის წინ, უბრალოდ სქროლვისას, წავაწყდი პოსტს ქალებზე და მათ როლზე საზოგადოებაში და კომენტარებს  ჩამოვუყევი ინტერესით, სადაც დავა მიმდინარეობდა. ზოგიერთმა კომენტარმა შემაშფოთა და უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩემზე, რადან დღევანდელ რეალობაში არ მეგონა, თუ ვინმე მოვალეობებს, პიროვნულ მისწრაფებებს ან ამბიციებს გენდერის მიხედვით განსაზღვრავდა, თუმცა სამწუხარო ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, რომელმაც საპირისპირო სურათი დამანახა იმ რეალობისა, რომელშიც ვცხოვრობ.

 

ამ ბლოგში მინდა ვისაუბრო ქალების საჭიროებებსა და გამოწვევაბზე, და ასევე ჩემი მწუხარება გამოვთქვა რეალობის შესახებ, რომელმაც მაიძულა დამენახა ქალების ცხოვრება, სავსე იმ დაბრკოლებებთ, რომელსაც საზოგადოება უქმნის მათ.

 

ქალთა როლი საზოგადოებაში მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მათ თავი გაითავისუფლეს “შიდა პატიმრობიდან“ და მუშაობა დაიწყეს ისეთ თანამდებობებზე, რომლებიც ადრე მხოლოდ მამაკაცებს ეკუთვნოდათ. ეს ცვლილებები XX საუკუნის მსოფლიო მოვლენებითაც იყო გამოწვეული და ხანგრძლივი ომების შემდეგ, ქალთა გააქტიურება საზოგადოებრივ ცხორებაში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა დასავლურ სამყაროში.

 

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ქალებმა მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ პროფესია გენდერით არ განისაზღვრება და სტერეოტიპი “ქალის პროფესია“ დიდი იქსით გადახაზეს. თუმცა ამ გარდაქმნების შემდეგ გენდერული უთანასწორობის პრობლემა მაინც ჩვენს დღის წესრიგში დგას, იმის გათვალისწინებით, რომ გენდერული თანასწორობა ქვეყნის მდგრადი განვითარების მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

მაგრამ მიუხედავად იმის გაცნობიერებისა, რომ ქალებს უწევთ იზრუნონ არამარტო საკუთარ თავებზე, არამედ ოჯახის წევრებზეც და ეს ყველაფერი პიროვნულ განვითარებას ან უბრალოდ საკუთარ მიზნებს, ოცნებებს თუ საყვარელ საქმიანობას შეუთავსონ, ძალიან დასფასებელია და ზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას იმსახურებს, პირიქით, საზოგადოება, თავისი სტერეოტიპებით, ქალებს უამრავ დაბრკოლებას უქმნის ცხოვრების ყველა ასპექტში და განსჯის მათ ქმედებებს.

 

ქალების 63% და კაცების 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დგას გენდერული თანასწორობის პრობლემა და მინდა ავღნიშნო, რომ ეს მკვეთრად ვლინდება დასაქმების მხრივაც. საქართველოში ქალებისთვის მეტად რთუილია დასაქმება, ვიდრე კაცებისთვის. დამატებით, ქალებს უწევთ დამსაქმებლის სტერეოტიპულ კითვებთან გამკლავება და თუ კითხვები ოჯახურ ცხოვრებაზე წარმატებით მოიგერიე, მაინც ნუ გექნება იმედი, რომ თანასწორად მიგიჩნევენ. ეს კი ანაზრაურებაზეც აისახება.

 

ჩვენთან ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა არსებობს, სხვა მრავალ უთანასწორობასთან ერთად, სამწუხაროდ.  ანაზღაურებებს შორის სხვაობა გარკვეულწილად იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ არსებობს საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რომელთა დაკავებაც შეუძლიათ ქალებს.

 

გარდა ამისა, მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ ქალების ერთადერთი მოვალეობა არის ოჯახზე ზრუნვა და უგულვებელყოფს აზრს მათ ჩართვაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხშირად მოისმენთ ფრაზებს:

 

“ქალების ადგილი პოლიტიკაში არ არის“;

“ქალს რა უნდა საჭესთან“;

“ქალი სუსტია და ვერ უძლებს სტრესს, ამიტომ მუშაობა ქალის საქმე არ არის“;

“სერიოზულ თამებზე საუბარი მხოლოდ მამაკაცებს ხელეწიფებათ“ და ა.შ.

 

მე კი ვიტყოდი, რომ ქალების ადგილი არის ყველგან! ქალები შესანიშნავად მართავენ საჭეს, დაკვირვებულობითა და წესების დაცვით! და ქალები, რომლებიც ძალადობას ებრძვიან, რომლებიც ახერხებენ ოჯახი და კარიერა ერთმანეთს შეუთავსონ, ქალები, რომლებიც მუშაობენ მინიმალურ ხელფასებზე და უბრალოდ ცხოვრობენ გარემოში, სადაც მათ თითოეულ ნაბიჯს კრიტიკულად ხვდება საზოგადოება, რომლებიც უბრალოდ იბრძვიან, რომ თანასწორად აღიქვებოდნენ, ძლიერები არიან!

Read 427 times