Back to Top
სამშაბათი, 06 აპრილი 2021 12:32

ნაქსოვი სათამაშოები, რომლებიც ქვეყნის საზღვარს კვეთენ

Written by
Rate this item
(1 Vote)

თამარ ედიშერაშვილი სათამაშოებს ქსოვს. ამ საქმით 4 წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ 600-ზე მეტი სათამაშო შექმნა.

 

"თოჯინების ქსოვა 2017 წელის 17 აპრილს დავიწყე. ეს არის ამიგურუმი, იაპონური ხელით ნაქსოვი სათამაშოები. თავიდან სქემებით ვქსოვდი. ეხლა აღარ მჭირდება. მიგზავნიან სურათს და იმის მიხედვით ვქსოვ. ძალიან დიდი გამართლებაა, ჩემი აზრით, რომ რისი კეთებაც გსიამოვნებს, ის შემოსავლის წყაროც არის", - თქვა ედიშერაშვილმა.

 

 

სათამაშოების შექმნის ისტორია ინტერნეტში ვიდეოს ნახვის დაიწყო. თამარი ამბობს, რომ თოჯინების მოქსოვის ვიდეო შემთხვევით ნახა და მოუნდა, თავადაც ეცადა იგივეს გაკეთება.

 

„ახლა სულ ვცდილობ, რომ ჩემი სათამაშოები არ იყოს კოპირებული და ყველა სათამაშო განსხვავდებოდეს რაიმე დეტალით ერთმანეთისგან. ეს მთავარია ჩემთვის. ერთხელ მახსოვს მოვქსოვე ცხვარი, რომელსაც დოლის ფორმა ჰქონდა, ეს განსაკუთრებით მახსოვს. მუშაობას სხვადასხვა დროს ვანდომებ. გააჩნია, რა ზომის თოჯინაა. ზოგს 2ს აათი სჭირდება, ზოგს 2-3 დღე, ზოგს 1კვირაც”.

 

თამარი განსაკუთრებით მადლიერია საკუთარი ბებიის, რომელმაც ქსოვა ასწავლა.

 

„ქსოვა ბავშვობაში დავიწყე, ბებიამ მასწავლა, დედის დედამ. უძლიერესი იყო, ქსოვდა, ქარგავდა. შვილები რომ მეყოლა, მათთვის სვიტრებს ვქსოვდი. შემდეგ ქუდების ქუდების ქსოვა დავიწყე ძალიან ლამაზები გამოდიოდა და კარგადაც იყიდებოდა", - ამბობს თამარ ედიშერაშვილი.

 

თამარის მოქსოვილ სათამაშოებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ყიდულობენ. თოჯინები გაყიდულია გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიასა და ესპანეთშიც.

Read 360 times