თუმცა გვერდს ვერც გორში თეატრის დაარსებისა და განვითარების ამბავს ავუვლით, - ქალაქში სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი 1845 წელს დაარსდა. პირველი სცენის მოყვარეთა წარმოდგენა კი XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. მოდით ვთქვათ, რომ ეს თეატრის ჩამოყალიბების პირველი ცდები იყო. ალბათ ისიც ვიცით, რომ 1845 წელს დაიდგა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა'' და 1848 წელს - გიორგი ერისთავის "გაყრა". ნუ მერე და მერე, ყველაფერი წინ მიდის - 1874 წელსი ქმნება „სცენის მოყვარეთა წრე“; 1875 წელს იდგმებაკომედიები „უჩინმაჩინის ქუდი“ და „ძალად ექიმი“; 1876 წელს „სცენის მოყავრულთა წრე“ იშლება და იქმნება „სცენის მოყვარულთა საზოგადოება“. მოგვიანებით კი, 1890-იან წლებში, გორში ყოველწლიურად 3-4 სპექტაკლი იმართება.
მოკლედ, ამამბებს იმიტომ გახსენებთ, რომ მთავარი გითხრათ - 1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. ანუ შენობა, რომელიც დღეს ქალაქის ცენტრში დგას, სწორედ მაგ პერიოდისაა.
როგორც ვიცით, 1939 წლის და სასრულს გორში უკვე მთავრდება ახალი 500 ადგილიანი შენობის მშენებლობა. შენობის პროექტი შალვა თავაძეს ეკუთვნის. თეატრის ახალი შენობა 1939 წლის 21 დეკემბერს იხსნება, ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე 1940 წლის 30 იანვარს იდგმება და ეს არის იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე.“
დღეს გორის თეატრში სამი სივრცე მუშაობს: დიდი სცენა 400 ადგილით, მეორე სცენა 200-ით და ექსპერიმენტული სცენა 80-ით.
შენობის ისტორიასთან არაფერკავშირშია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ გორის თეატრმა დაარსებიდან დღემდე 13 სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიცვალა. ამჟამად, ამ თანამდებობას დავით ჩხარტიშვილი იკავებს.
და ბოლოს, რა ხდება გორის თეატრში დღეს, ამას ყველაზე უკეთ ასეთი რამდენიმეწამიანი დიალოგები აღწერს:
- შაბათ-კვირას რას აკეთებ?
- რავი, თეატრში პრემიერაა და წასვლაზე ვფიქრობ.