დღემდე აქვს შენახული ბავშვობაში პურისგან მოზელილი მასით გაკეთებული გოგონა, რომელსაც ლაქი წაუსვა, „ბისერების“ კაბა ჩააცვა და დღემდე ფორმა არ დაუკარგავს.
ყველაზე საყვარელი ხელნაკეთი: ეს არის ზღვის კენჭებისა და ნიჟარებისგან დამზადებული ზარდახშა.
ქვას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუშაობის დროს, დიდი სიფრთხილით ეკიდება მის შერჩევას.
ნათია მიიჩნევს, რომ ეს თანდაყოლილი, ღვთისგან ბოძებული ნიჭია და არ ისწავლება. მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა შედეგი, თუმცა ნანობს, რომ ხატვაზე არ იარა.
ამჟამად სუტაჟის თასმისგან დამზადებულ სამკაულებს აკეთებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ინტერნეტი დაეხმარა სწავლაში. ეს სამკაულები ახლა მოდაშია და მოთხოვნადია. აკეთებს ყველანაირ სამკაულს, თუმცა ყველაზე მეტად საყურეების დამზადება მოსწონს. როგორც თავად აღნიშნავს, სილამაზესთან ერთად, კომფორტულიც არის მისი ტარება.
პოპულარიზაციაში სოციალური ქსელი დაეხმარა. მისი ფეისბუქის გვერდზე ვიხილავთ ნამუშევრებს. როდესაც ნივთების შეფასებაზე საუბრობს, მასალაზე მეტად საკუთარი შრომა უღირს. მიუხედავად ამისა, ითვალისწინებს კონკურენციის პირობებს და ცდილობს იაფად გაყიდოს.
სიჩუმე და კარგი განწყობა ნაყოფიერ მუშაობაში ეხმარება. უყვარს თბილი და ნათელი ფერები. ნათია ფიქრობს, რომ რეალიზებულია თავის საყვარელ საქმეში, არის თვითნასწავლი შემოქმედი და მუშაობს ხელოვნების პედაგოგად ერთ-ერთ სკოლაში.
მისთვის გორია მხოლოდ ის ადგილი, სადაც ასეთად შეუძლია ყოფნა.