ჩვენ გავესაუბრეთ სოფელ სვენეთში მცხოვრებ რამოდენიმე უფროსი თაობის წარმომადგენელს. მათ აღნიშნეს, რომ ძველად ეს მდინარეები ისეთი სუფთა და კამკამა იყო, შიგ მოცურავე თევზებსაც კი ხედავდნენ. ახლა კი მღვრიე და დაბინძურებულია. ასევე, დაბინძურებულია არა მარტო წყალი, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიებიც კი. მოსახლეობა აქამდე თავს იმით იმართლებდა, რომ სოფელში სანაგვე ურნები არ იდგა და იძულებულები იყვნენ, ნაგავი მდინარეში გადაეყარათ.
რას არ ნახავდით - გატეხილ ჭურჭელს თუ პოლიეთილენის პარკებსა და ბოთლებს.
მინდა. აღვნიშნო, რომ უკეთესობა არც ახლაა, მართალია ურნები ახლა უკვე დგას სოფელში, მაგრამ მოსახლეობა მაინც არ იცავს სისუფთავეს და უდიერად ეპყრობა გარემოს.
არადა. მდინარის დაბინძურება უამრავ სავალალო შედეგს იწვევს - დაბინძურებული მდინარე იზიდავს შხამიან მწერებს, რაც ზრდის ახალ-ახალი ინფექციების გავრცელების საშიშროებას ხალხში. ამას ემატება ის საგანგაშო ფაქტი, რომ მდინარესთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა კანალიზაციის წყლით აბინძურებს მდინარეს, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ ვინმე მოვიდეს და ეს პრობლემა მოგვიგვაროს, მთავარია, თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს, გაიაზროს, თავის თავზე აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც ბუნების წინაშე აკისრია. თუმცა მოსახლეობა ამის ნაცვლად, თავს არიდებს ამ პრობლემაზე საუბარს და არც თავის ნამოქმედარზე აგებს პასუხს.