Back to Top
სამშაბათი, 04 ივნისი 2019 13:24

ვინ იყვნენ ძმები რომელაშვილები, ვის სახელსაც გორში ერთ-ერთი ქუჩა ატარებს

გია და გელა რომელაშვილები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიღუპნენ.

რომელაშვილების ოჯახი 1991 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ცხინვალიდან წამოვიდა. გია მაშინ 11 წლის იყო, გელა 7-ის.

დევნილი ძმების ოცნება მშობლიურ ქალაში დაბრუნება იყო, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს აუხდათ კიდეც, თუმცა სიცოცხლის ფასად. 

ორივე ძმა ცხინვალში შეტაკებების დროს დაიღუპა. ერთ ხანს ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ.

2008 წლის 25 დეკემბერს ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ცხედრის დნმ-ის ანალიზის მიხედვით, ერთ-ერთი ცხედარი გელა რომელაშვილის აღმოჩნდა. გიას საფლავი კი ამ დრომდე ცარიელია. 

2016 წელს გორის ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭა. 2011 წელს კი, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა.

ამავე თემაზე: ძმები რომელაშვილები - ცხინვალიდან დევნილი ძმების ტრაგიკული ისტორია