ხაჭაპურიძეები და ლომიძე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. მოგვიანებით, 24 ნოემბერს ხაჭაპურიძეების ოჯახს ჰამლეტის სხეულის ნაწილები გამოუგზავნეს, რის შემდეგაც საბოლოოდ დადასტურდა მათი მკვლელობა.
ცხინვალის მაშინდელი დე-ფაქტო მმართველი ქართველების გატაცებასა და მკვლელობას “კრიმინალულ გარჩევებს“ უკავშირებდა, ოფიციალურმა თბილისმა კი, ამ ფაქტს გატაცების კვალიფიკაცია მიანიჭა.
მოკლულების ოჯახებს 6 თვის განმავლობაში არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად იყო მათი ნათესავების ცხედრები. 2005 წლის 14 დეკემბერს ძარის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის ცხედრები იპოვეს.
მეორე დღეს ოსურმა მხარემ, მოკლულთა ცხედრები ოჯახებს გადასცა.