ბევრი ადამიანი და მათ შორის მეც ვფიქრობთ, რომ საოკუპაციო ხაზის სიახლოვე, საფრთხის შემცველია, რადგან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამუდმებით მიმდინარეობს ე.წ წვრთნები, ასევე მუდმივი ბორდერიზაციაა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლბში, მაგ: ხურვალეთი ყოველივე ეს უსაფრთხოების არ განცდას უტოვებს ადამიანს განსაკუთრებით ახალგაზრდებს.
ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ომის თაობა ვართ დავიბადეთ ომში, გავიზარდეთ ომსა და დაძაბულობაში და ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში, ისიც კარგად გვესმის, რომ დაცლილი სოფლები უფრო ხელმისაწდომი გახდება მავანთათვის. სახელმწიფო პროექტების და პროგრამების წყალობით, ნელ-ნელა სოფელს უბრუნდება უფრო 30-40 წლის მოსახლეობა; ძალიან ბევრ სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც კიდევ დამატებით პრივილეგიებს გულისხმობს. უფასო განათლების მიღება ამ დროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შვებაა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლის მოსახლეობისათვის, რაც თითქმის 99% ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას მიიღონ სასურველი განათლება. დარჩენილი 1% არიან ის ადამიანები, ვისაც არ სურს სწავლა ან ოჯახს ქმნის.
სოფლიდან წასული მოსახლეობა უკან რომ დაბრუნდეს ამისათვის ბევრი მუშაობაა საჭირო. პირველ რიგში, უსაფრთხო გარემო, სამუშაო ადგილების გაჩენა და ახალგაზრდების დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, სხვადასხა პროექტებით, რომლებშიც ძირითადი როლი ახლგაზრდებს ექნებათ. დღეს არის სოფლები, სადაც არაა საბავშო ბაღი და ამბულატორია. მოსწავლეები რომლებიც ეუფლებიან სხვადასხვა სპეციალობებს, საჭიროა მათი სწორად გამოყენება და დასაქმება საკუთარ სოფლებსა და რეგიონებში, რათა მოხდეს სხვა ადამიანების დაინტერესება და დაბრუნება საკუთარ მიწაზე. მაგალითად, ახალგაზრდები, რომლებიც ეუფლებიან სამედიცინო სფეროს შეიძლება დასაქმდნენ სოფლის ექიმის ადგილზე თავისსავე სოფელში ან მიმდებარედ.
გარე მიგრაცია განსაკუთრებით აქტიურდება სეზონურ სამუშაოების დროს, გარე მიგრაციის დროს ხშირად არალეგალურად უწევთ ყოფნა სხვადასხვა ქვეყნებში,ეს კი დიდი საფრთხის და რისკის შემცვლელია. არალეგალურად სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის არ არსებობს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა, არააა სამუშაო ადგილები, ეს ყოველივე ისევ უბიძგებს სამწუხაროდ სამშობლოში იძულებით დაბრუნებულ მიგრანტს გამონახოს გზა და წაიდეს სხვა ქვეყანაში, მიუხედავად საფრთხისა ისინი არ უშინდებიან არალეგალურად გადასვლას და დარჩენას ქვეყანაში. მაგ: გასულ წელს ისრაელის მიმართულებით მიგრანტების რაოდენობა 17 000-ით მეტი იყო ვიდრე 2017 წელს.
შიდა მიგრაცია კი თითქმის ყველა სეზონზე შეიძლება იყოს აქ ასაკი ძირითადად 18-დან 50-წლამდეა.
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.