Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 11 ნოემბერი 2019 21:30

ფიქრის მიღმა - ლექსები ერთ კრებულად

Written by
Rate this item
(0 votes)

საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება და ემოციები ახალ კრებულად კიდევ ერთმა ავტორმა გამოსცა. წიგნი "ფიქრის მიღმა" 33 წლის ახალგაზრდა ქალს ეკუთვნის, რომელიც გორში ცხოვრობს.

მარიამ მოგელაშვილმა საკუთარი წიგნის პრეზენტაცია პირველად სწორედ გორში მოაწყო. სტუმრებს საკუთარი ლექსები წაუკითხა და წერის პროცესზე ესაუბრა.

"ყველა თემის ამოსავალი წერტილი მაინც სიყვარულია. წიგნის სათაური, შეგვიძლია, პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, რადგან აქ თავმოყრილი ლექსები იმ ემოციებს და განწყობებს ეხება, რომელიც ყოველდღიური საფიქრალის მიღმაა".

ლექსების ავტორი პროფესიით იურისტია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იურიდიული საქმიანობის პარალელურად, მარიამი ცდილობს ხშირად წეროს. მას პირველი ლექსიც ახსოვს, რომელიც ბავშვობაში დაწერა და დედას მიუძღვნა.

„გაგიმხელთ,ჩემო კარგებო,

საოდუმლოდ არ ვინახავ,

დედის თვალებზე ლამაზი,

თვალები არსად მინახავს!

დედაზე უფრო სათუთი,

ვინ უნდა იყოს ნეტავი?

მასზე სათნო და ძვირფასი,

სითბოთი სავსე-მზესავით!“

მარიამის ლექსები პერიოდულად იბეჭდება ჟურნალ გაზეთებში. სკოლის ასაკში გამოქვეყნებული აქვს ლექსების ბროშურა ",გაირინდება ზეცა ამაღამ", ასევე არის რამოდენიმე წიგნის თანაავტორიც.

2018 წელს ის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი გახდა. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდ სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა.

Read 894 times