Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 17:06

დევნილი ქალი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს

Written by
Rate this item
(0 votes)

ლიახვის ხეობიდან დევნილმა ლარისა შევარდენიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილი დაუწერა. მან მიმართვის გავრცელებაში დახმარება რადიო "მოზაიკას" სთხოვა. ჩვენ დევნილი ქალის წერილს უცვლელად ვაქვეყნებთ.

"ბოლო წლებში ვხედავ, როგორ უკან-უკან და ნგრევისკენ მიექანება აღმაშენებლის მიერ ნაშენები ჩემი ქვეყანა. მრავალგზის ჭირნახული საქართველო დღითიდღე იფლითება და უკან-უკან მიდის. ქართველი კაცი იმედით ცოცხლობსო და ასე მოვდივართ დღემდე. ომიც გადავიტანეთ, დიდი გაჭირვებაც ვნახეთ, მაგრამ ცხოვრებას არ შევუშინდით და ხვალინდელი დღის გვჯეროდა.

შეიცვალა ხელისუფლება და ფერად-ფერადი დაპირებებით ზოგიერთებმა ახალი ცხოვრება დაიწყეს. ვუსმენ ტელევიზორში ამ ხელისუფლებას და ვხედავ, როგორ გვატყუებენ ყოველდღე.

ბოლო წლებში აშენებული ყველაფერი როგორ არის გაჩერებული ერთ დონეზე, როგორ ჩაკვდა ყველაფერი, როგორ გაუცრუვდა ხალხს იმედი ყველაფერზე, როგორი უიმედობა იკითხება ქუჩაში. გამოსავალს ვერავინ ვეღარფერში ხედავს. 

მოგმართავთ ბატონო მიშა:

დაბრუნდით თქვენს სამშობლოში. ამ დროისთვის მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა. მოგვხედეთ, თორე ჭაობში ვიფლობით. ხსნას ვერსაც ვპოულობთ, ახალგაზრდებს ვკარგავთ, არეულობის სუნი გვცემს და ამით შესაძლოა კარგად ისარგებლოს ჩვენმა მტერმა. ჩამოდით და დაასრულეთ თქვენი დაწყებული საქმე."  

Read 1593 times