Back to Top
ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2019 14:33

ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა - გზა ბედნიერებისაკენ

Written by
Rate this item
(2 votes)

ავტორი:ასმათ ლეჟავა

მე ქალაქ გორის №12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ვარ.  სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან თავი ვიგრძენი გუნდის სრულფასოვან წევრად, სადაც თანამშრომლები მუდამ მზად არიან გამოცდილების გაზიარებისათვის.

გაკვეთილზე აქტიურად ვიყენებ ინოვაციური სწავლების მეთოდებს, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ თანამედროვე  ტექნოლოგიის, საგანმანათლებლო ვებ-პლატფორმების, ინტერნეტ-რესურის რაციონალურ გამოყენებას, რაც იწვევს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად მუდმივად ვზრუნავ პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე.

კლასებში სადაც შევდივარ მყავს თითო სსსმპ, რომლებიც მათ ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში უამრავ სოციალურ თუ შემეცნებით სირთულეებს აწყდებიან. უმთავრესი პრობლემა გახლავთ მათ მიერ ინფორმაციის გადამუშავება და ურთიერთობა თანატოლებთან. ჩემი მთავარი მიზანი კი მათი სულიერი სამყაროს და აზროვნების შესწავლაა.

დიდი ცოდნა და გამოცდილება მაქვს ინკლუზიური განათლების სფეროში ტრენინგებიდან მიღებული, რასაც აქტიურად ვიყენებ ჩემს სსსმპ-ებთან კლასში, რომელთაც ვთავაზობ მათ შესაძლებლობებზე მორგებულ საგაკვეთილო მასალას. მათთან მუშაობა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, მათი ყოველი წარმატება კი დიდი სტიმული.

ინკლუზია პროცესიაა, როდესაც ერთი მხრივ ვითარდება ზრუნვის, სხვისი დახმარების და თანამშრომლობის სურვილი, ხოლო მეორე მხრივ სხვებისგან დახმარების მიღების ადეკვატური აღქმა.

მზრუნველობა საზოგადოების მხრიდან არ უნდა გადაიზარდოს დადებით დისკრიმინაციაში, რაც საკმაოდ უარყოფითად აისახება სსსმპ-თა განვითარებაზე. ინკლუზია სწორედაც რომ განსხვავების პატივისცემას და აღიარებას გულისხმობს. ეს იმ ადამიანის მიმღებლობაა, ვინც სხვანაირად გამოიყურება, მოქმედებს, ფიქრობს და ლაპარაკობს.

უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაქვს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ინკლუზია - გზა ბედნიერებისაკენ", სადაც აქტიურად ჩაერთვებიან 10-დან 15 წლამდე მოზარდები. იმედი მაქვს, ცნობიერება და სოციალური ინტეგრაცია წარმატებით განხორციელდება და ჩვენ ერთად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

მომავალ თაობას, რომლებთან ერთად ისწავლიან სკოლებში, შეეცვლებათ დამოკიდებულება მათ მიმართ. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთა ინფორმირებას, რათა მათ შეძლონ თამამად მოითხოვონ თავიანთი შვილებისათვის ის რესურსი, რაც მათ რეალურად ეკუთვნით. რაც უფრო ინფორმირებულია მშობელი, მით უფრო აქტიურადაა ჩართული, უფრო ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებულ მიდგომას ,,მოითხოვს’’ მისი შვილისთვის. საბოლოო ჯამში, მაღალია ბავშვის ჩართულობა.  რაც უფრო დაბალია მშობლის ინფორმირებულობა და რაც უფრო ნაკლებია სისტემური მხარდაჭერა, მით უფრო მეტად ,,მხოლოდ მადლიერია’’ მშობელი.

მშობელთა ჩართულობით მაქსიმალურად მოხდება მათი ინტეგრაციის ბარიერის შემცირება. 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 487 times