Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 იანვარი 2020 12:46

გორის უძველესი უბნები

გორში, უბნებში მოსახლეობის დასახლება 1579 წლიდან დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სვეტიცხოვლის მამულების განახლების წიგნში ვკითხულობთ, ხოლო 1660 წლის წყალობის წიგნის მიხედვით, გორში ვარდის უბანში სახლ- ბაღი და ყმის სახლები პირველად ხუდადა ხოჯაშვილს ჰქონია.

ალ. გარსევანიშვილის თქმით, ვარდისუბანი ერთ - ერთი უძველესი და გორის პირველი განაშენიანების ადგილი იყო.

 

 

 

1710 წლის საბუთის მიხედვით, გორის ერთ ერთ უბანს ნაწალკოტარი ერქვა. 1711 წლის საბუთში ჩანს, გორის კიდევ ორი უბანი, დამპალა და სულუხი. XIX საუკუნემდე გორში ასევე გვხვდება ხარების საყდრის და სუფრაჯიაანთ უბანი.

 

1801 წელს და შენდეგ პერიოდში გორი იყოფოდა შემდეგ უბნებად ციხისუბანი - ქალაქის ძველი ნაწილი, ვარდისუბანი - ქალაქის შუა ნაწილი, სადაც თავმოყრილი იყო ეკლესიები და ახალი შენობები, სულუხი, ახალშენი - სამეფო ქუჩის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასახლება.

 

 

რუსული მოსახლეობის კომპაქტურად დასახლების ადგილას კი წარმოიშვა რუსუბანი. რაც შეეხება წყაროს უბანს, ქალაქის ბოლოს სამხრეთით არსებობდა სამი წყარო, მოგვიანებით როდესაც ამ წყაროების მახლობლად დასახლება შეიქმნა გორელებმა მას წყაროს უბანი დაარქვეს.

 

ცნობები ქალაქის ძველ უბნებზე, ისტორიკოსმა ელდარ მამისთავიშვილმა საავტორო წიგნში „გორის ისტორია“ გადმოგვცა.