Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 იანვარი 2020 15:41

14 წლის დიმა ვეშაპური და მისი ნახატები

Written by
Rate this item
(3 votes)

14 წლის დიმა ვეშაპური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს. ამბობს, რომ ხატვის მიმართ ინტერესი 6 წლის წინ გაუჩნდა.

 

"ხატვაზე უკვე ოთხი წელია დავდივარ, ნინო დაღელაშვილის მოსწავლე ვარ, სამხატვრო სკოლაშიც ვიარე ცოტა ხნით, შემდეგ გადავწყვიტე კერძო მასწავლებელთან მივსულიყავი", - ამბობს დიმა.

 

დიმა სკოლის დასრულების შემდეგ, უმაღლეს სასწავლებელში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაბარებას გეგმავს.

 

"ხატვა ძალიან მიყვარს, თუმცა მინდა არქიტექტურის განხრით გავაგრძელო სწავლა. ძირითადად პორტრეტების ხატვა მიყვარს. ჩემთვის ხატვის პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნოა. ხატვის ჯგუფში რამდენიმე ადამიანი ვართ. კვირაში სამი დღე გვაქვს მეცადინეობა", - გვითხრა დიმამ.

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ დიმას რამდენიმე ნამუშევარს. 

 

Read 1995 times