Back to Top
ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 15:43

"მე მაქვს ოცნება“ - გორელი მასწავლებლის წარმატების ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

"მე მინდა გქონდეთ ოცნება ყველას და გჯეროდეთ ამ ოცნების ასრულების!“ - ამბობს გორის N12 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლელა წურწუმია, რომლისთვისაც მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები "მე მაქვს ოცნება“ სამოტივაციო და ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა.

 

იგი იმ 5 პედაგოგიდან ერთ-ერთი და გორში ერთადერთი პედაგოგია, რომელიც სამუშაო ვიზიტით 25 იანვარს აშშ-ში გაემგზავრება. 

 

"ორმოცდაათი წლის წინ მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლამ ამერიკის ისტორიის შეცვლა შეძლო,მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა„ მე მაქვს ოცნება“ ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან ვაშინგტონში ჩამოსული ორას ორმოცდაათიათასზე მეტი ადამიანი თანასწორი უფლებების დასაცავად მოქმედებდა. მარტინ ლუთერ კინგის ოცნების გამომხატველი სიტყვა ყველა იქ მყოფი ადამიანის სურვილს გამოხატავდა, როგორც მარტინ ლუთერ კინგს ასევე ყველა ადამიანს აქვს დიდი და პატარა ოცნებები", - ამბობს ლელა წურწუმია.

 

 

როგორც ცნობილია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით IVLP პროექტს ”სკოლის მასწავლებლების როლი21-ე საუკუნეში”, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება საქართველოს რესპუბლიკიდან განათლების სფეროში მომუშავე ხუთი ადამიანი.

აშშ-ში სასწავლო ტურის შედეგად პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან: აშშ-ში არსებულ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მომავალი მასწავლებლების მომზადებაზე, ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არსებული მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, სკოლის საბჭოს წარმომადგენლებისა და განათლების სფეროს სხვა სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და სერტიფიცირებაზე.

 

"ვიზიტის მონაწილეები შეისწავლიან სკოლის ბაზაზე არსებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების წარმატებულ მოდელს ამერიკულ პროგრამებს მასწავლებელთა კორპუსისასთვის, რომლებიც ეფექტიანად, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში ახდენენ კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვას ეკონომიკურად შეჭირვებულ და ეთნიკურად მრავალფეროვან თემში ზემოთ აღნიშნულ პრაქტიკის გაცნობის შემდეგ, ვიზიტის მონაწილეები მიიღებენ ახალ ცოდნას, რომლის ადაპტირებასაც მოახდენენ საქართველოში ადგილობრივად არსებული კონტექსტის შესაბამისად, რათა იგი გამოიყენონ საკუთარ სამუშაო პრაქტიკაში. ამით პროგრამის მონაწილეები დადებით როლს ითამაშებენ საგანმანათლებლო სფეროს ადმინისტრირებისა და რეფორმების განხორციელების პროცესში."  

 

ლელა წურწუმიას თქმით, აშშ-ში მიღებულ ცოდნას საქართველოში აუცილებლად გამოიყენებს. ვიზიტის ფარგლებში იგი ესტუმრება ვაშინგტონს, ბალტიმორს, ტულსას, პორრტლენდს, სიეტლს და ბოსტონს. წურწუმიას განმარტებით, სასწავლო ტურის მიზანია შემდეგი საკითხების შესწავლა:

 

"როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ კვალიფიციური სკოლის დირექტორები და მასწავლებლები როგორ წავახალისოთ განათლება ეკონომიკურად შეჭირვებულ და სოფლად არსებულ ლოკაციებში როგორ შევიმუშაბოთ და განვახორციელოთ პროფესიული ცერტიფიცირების პროგრამა, როგორ წავახალისოთ უწყვეტი განათლება და პროფესიული განვითარება სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებში, როგორ უზრუნველვყოთ და მუდმივად გავაუმჯობესოთ სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხარისხი“, - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლის გარშემოც სასწავლო ვიზიტის ფარგლებში იქნება საუბარი.

 

როგორც ცნობილია პროგრამის ხანგრძლივობა 2020 წლის25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით არის. პროგრამის ადმინისტრირებას უწევს ჯეიმს ჰორსმანი და დელანა დინაპოლი. მსოფლიო სასწავლო პროგრამა მუშაობს პროგრამის ოფიცერთან ნაომი ფეიგენბაუმთან და სახელმწიფო კოორდინატორთან ტონია უოლესთან ერთად.

Read 615 times