Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 18 იანვარი 2020 16:23

ნიკა შავდათუაშვილის ჩანთები - ხელსაქმე, რომელიც წარმატებად იქცა 

Written by
Rate this item
(0 votes)

ადამიანისთვის საყვარელი საქმის კეთება, რომ წარმატების მიღწევის გარანტიაა, ამას ნიკა შავდათუაშვილის მიერ შექმნილი ჩანთებიც მოწმობს. ნიკამ ხელსაქმე ერთი წლის წინ დაიწყო და მისი ნამუშევრები საქართველოს საზღვრებს უკვე გასცდა. 

 

ნიკა პროფესიით  არქიტექტორ  -დიზაინერია. უნივერსიტეტი გასულ წელს დაამთავრა და მას შემდეგ ხელნაკეთ ნივთებსა და ჩანთებს ამზადებს.

 

 

ჩანთების კეთება 1 წლის წინ დავიწყე. მინდოდა შემექმნა რაიმე განსხვავებული, რომელიც გამორჩეულიც იქნებოდა . დღესდღეობით ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა დიზაინის მასიური ტყავის ჩანთებით, მაგრამ ნატურალური ტყავი და ხე, ეს ინოვაცია იყო. ხეზე მუშაობა ყოველთვის გამომდიოდა. სწორედ, ეს იყო ის, რამაც გამიჩინა იდეა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უფრო აქტიურად ჩავერთე ამ საქმეში", - გვითხრა ნიკამ.

 

ნიკას თქმით, საქმე შრომატევადია, რადგან ყველა დეტალს ხელით ამუშავებს.


"ერთი ჩანთის დამზადებას დაახლოებით 1 დღეს მაინც ვანდომებ, ზოგჯერ არც მყოფნის, რადგან ყველა დეტალს ხელით ვაკეთებ. დაწყებული ტყავის დამუშავებიდან,  დამთავრებული მის ხესთან დაკავშირებამდე. მასალად ვიყენებ კაკალს და დაპრესილ ფიჭვს. რაც შეეხება, ტყავს ძირითადად ხარისას ვიყენებ. თუმცა თხის ტყავიც გამომიყენებია. ვცდილობ ფასი მაქსიმალურად იყოს ბაზარზე მორგებული. ფასს განსაზღვრავს მოცულობა და მასალა , ფასები 80 ლარიდან 150 ლარამდეა", - ამბობს ნიკა. 

 


ნიკა მომავალში გამოფენებში მონაწილეობას გეგმავს, ამისთვის ნამუშევრების შექმნას აპირებს, რომლებიც არ გაიყიდება

 

“გამოფენაზე არასოდეს მიმიღია მონაწილეობა მარაგის უქონლობის გამო, რადგან პროდუქციის შექმნიდან ყველას მალევე ვყიდი. ამ ეტაპზე ვცდილობ მომხმარებლისთვისაც შევქმნა და მარაგიც დავაგროვო. გამოფენებზე მონაწილეობის მიღება ცნობადობას ზრდის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დამწყებ მეწარმეს. გაყიდვას ამ ეტაპზე, მხოლოდ სოციალურ ქსელით ვახერხებ, რითაც კმაყოფილი ვარ. თუმცა გაყიდვების მატება დამოკიდებულია გამოფენებში მონაწილეობაზე, რასაც წელს უკვე დავიწყებ." 

 

ნიკამ რადიო “მოზაიკასთან"  სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ამბობს, რომ  ჩანთებთან ერთად სხვადასხვა ტყავის აქსესუარების შექმნასაც გეგმავს. 

 


“წელს რამოდენიმე ჩანთა გერმანიაში გავაგზავნე, იმედი მაქვს მოეწონებათ და იქნება დაინტერესება ჩემი ნამუშევრების მიმართ. სამომავლოდ მინდა  სხვადასხვა ნივთები შევქმნა, რომელშიც ისევ ტყავი და ხე იქნება გამოყენებული.“

Read 1402 times Last modified on შაბათი, 18 იანვარი 2020 17:15