Back to Top
კვირა, 09 თებერვალი 2020 17:55

პოლიტიკა - რატომ ჩანს ის ბინძურ საქმედ?

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი ოგანესიანი

 

ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მიღებულია ცნება „პოლიტიკა, როგორც ბინძური საქმიანობა.“ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, პოლიტიკა, როგორც საქმიანობა, დაკნინებულია. ამ ქვეყნის მომავალ თაობაში ძალიან დაბალია ინტერესი, ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში. ასევე, პოლიტიკაც არ წყალობს ახალგაზრდებს და უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური ვაკუუმის გარღვევა, ახალგაზრდებისთვის წინაღობად რჩება.

 

სტატისტიკურად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხარისხი ძალიან დაბალია. მოქალაქეებში გაჯერებულია სტერეოტიპი „პოლიტიკა ბინძურია“, რითაც „სარგებლობს“ კიდეც  ხელისუფლება. 

 

სამწუხაროა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, ილიას იდეალს „თავისუფლებას“ კიდევ ებრძვიან. მეტიც, თვალებს თხრიან. თავისუფლება კი, პრაქტიკაში წარმოუდგენელია, კრიტიკული აზრისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე. ზუსტად კრიტიკული აზრია თავისუფლების მთავარი ფუნდამენტი.

 

„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა“

- ი. ჭავჭავაძე

 

მაინც, რატომაა საქართველოში პოლიტიკა ბიძნური? ამ რიტორიკულ კითხვას ძალიან მარტივი პასუხი აქვს:

 

იმიტომ, რომ ბინძური ხალხი ბინძურ პოლიტიკურ ამინდს ჰქმნის!

 

მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ გორის მუნიციპალიტეტი. ადგილობრივ დონეზე, გადაწყვეტილების პროცესში ახალგაზრდების პირდაპირი ჩართულობა, ძალიან დაბალია. ხშირად შემოიფარგლებიან მხოლოდ სტაჟირების პროგრამებით. რეგიონებში საჯარო სამსახურში დასაქმება პოლიტიკურ და პარტიულ აქტიურობაზეა დამოკიდებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ნეპოტიზმზე.

 

მე გახლავართ 24 წლის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, აქტიური მოქალაქე. ჩემის ღრმა რწმენით, ქართულ პოლიტიკურ ძალას გაახალგაზრდავება, ახალი სახეები  და მეტი კრიტიკულლი აზრი სჭირდება. მოყვარეს პირში ძრახვის პრინციპია ის მნიშვნელოვანი მიდგომა, რაზეც ქართული პოლიტიკა უნდა დაშენდეს. სტიგმა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური ნება, მაგრამ სამწუხაროდ „არსაიდან ხმა, არსაიდან ძახილი.“

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 651 times