Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 12:31

ლიზი ედიშერაშვილი - ხელბურთელი, რომელიც საკუთარი მონდომებით სტერეოტიპებს ამსხვრევს

Written by
Rate this item
(1 Vote)

ლიზის სპორტი ბავშობიდან უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები უამრავ სათამაშოც ყიდულობდნენ, მას ყოველთვის ყველაზე მეტად ბურთით თამაში მოსწონდა. მის ინტერესს მშობლებიც ამჩნევდნენ. ამიტომაც ლიზა კალათბურთზე მიიყვანეს.


„მშობლებმა კალათბურთზე მიმიყვანეს, შემდეგ - ჩოგბურთზე, დავდიოდი ცურვაზეც, თუმცა საკუთარი თავი ვერც ერთ ზემოთაღნიშნულ სპორტში ვერ ვიპოვე. ყოველთვის ყველაზე მეტად ხელბურთი მომწონდა“, - იხსენებს ლიზი.


ერთ დღესაც, ლიზიმ გაიგო, რომ გორში გოგონათა გუნდი იყო. ახალი მიზანიც მაშინ დაისახა - გადაწყვიტა ხელბურთში ევარჯიშა და ამ გუნდის წევრი გამხდარიყო.


"მშობლებს ვუთხარი, რომ ხელბურთით დავინტერესდი და გუნდის წევრობა მინდოდა მაშინვე უარი მივიღე. დედა ამბობდა, თუ ამ სპორტით დავკავდებოდი, გოგონასთვის შეუფერებლად გამივითარდეოდა სხეული, გამეზრდებოდა ხელები, დავიკუნთებოდი და ა.შ“.


ლიზა დედის დაყოლიებას ცდილობდა. მასთან ერთად უყურებდა ხელბურთელ გოგონათა თამაშებს და ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მათი სხეული არაპროპორციული სულაც არ იყო.


„საბოლოოდ, დედა დარწმუნდა, რომ ხელბურთის თამაშის დროს ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი ერთნაირად ვითარდება და ძალიან კარგია არა მარტო ჯანმრთელობისთვის არამედ სხეულის სილამაზისთვისაც. საბოლოოდ მშობლები დავითანხმე და იმავე კვირას ვესტუმრე გორის გოგონათა გუნდის მწვრთნელ ლაშა მოციქულაშვილს, რომლის პირველ დღეს ნათქვამი სიტყვები იქცა ჩემთვის დიდ მოტივაციად, მან პირველივე მეცადინეობის შემდეგ მითხრა, რომ თუ ასე მონდომობით გავაგრძელებ, აუცილებლად მივაღწევ წარმატებას. მეც ვაგრძელებ მონდომებით ვარჯიშს ჩემს გუნდთან ერთად და ვიბრძვით წარმატებისთვის.“


უკვე ორი წელია, რაც 14 წლის ლიზი ედიშერაშვილი გორის ხელბურთის აკადემიის გუნდში თამაშობს. ის წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატიც გახდა.

 

 

 


„ვარჯიშის დაწყებიდნ ერთი წლის შემდეგ გუნდის კაპიტანი გავხდი, წელს კი ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატებშიც ვითამაშეთ გორიდან ორი გოგონა მე და ქეთი თეთვაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატებად შეგვარჩიეს. გავხდებით თუ არა ეროვნული ნაკრების წევრები, ეს რამოდენიმე თვეში გახდება ცნობილი“, - გვეუბნება ლიზი ედიშერაშვილი.


ლიზის დიდი გეგმები აქვს. უნდა, რომ ქვეყნის შიგნით ხელბურთის პოპულარიზაცია მოახდინოს და საქართველო სპორტის ამ სახეობით მსოფლიოს გააცნოს.


,,ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არის პოტენციალი, რომ უფრო წარმატებულები ვიყოთ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა წარმატება მოვუტანოთ ქვეყანას, მე მინდა ჩვენი ქვეყანა სპორტის ამ მიმართულებითაც გაიცნოს მსოფლიომ, ამიტომ ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა, არ ვიცი, რამდენად შევძლებ მიზნის მიღწევას, მაგრამ თავს არ დავზოგავ ამისთვის“, - ამბობს ლიზი.


ლიზი გორის #8 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა, აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში, მონაწილეობს სასკოლო და ეროვნულ ოლიმპიადებში. ამბობს, რომ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აუცილებლად გააგრძელებს და პარალელურად ხელბურთის გუნდში დარჩება.

 

Read 1730 times