Back to Top
ხუთშაბათი, 05 მარტი 2020 22:40

ამბავი კარანტინიდან - მარიამ კაჯილაშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(4 votes)

უკვე მე-5 დღეა, კარანტინში იმყოფება. მანამდე იტალიაში იმოგზაურა. უნდოდა ის ერთადერთი თვე, როცა შვებულება ჰქონდა, მაქსიმალურად გამოეყენებინა. წავიდა და იტალიის 4 ქალაქი დაათვალიერა.

ეს 26 წლის მარიამ კაჯილაშვილის ისტორიაა, რომელსაც ის რადიო "მოზაიკას" კარანტინიდან უყვება.


მის წასვლამდე კორონავირუსი იტალიაში არ იყო დაფიქსირებული, ამიტომ თამამად წავიდა, თუმცა მისი იქ ყოფნის პერიოდში ვირუსმა იტალიაშიც შეაღწია. საქართველოში დაბრუნებისას თავს კარგად გრძნობდა, ამიტომ საზღვარზე უპრობლემოდ გადმოუშვეს, თუმცა მეორე დღეს მცირე ტემპერატურა იგრძნო, რის გამოც, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. 

 


"იტალიიდან დაბრუნების მეორე დღეს,  28 თებერვალს მქონდა დაბალი ტემპერატურა,სურდო. მედია წერდა  სულ, რომ შესაძლებელია 14-დღეში გამოვლინდეს კორონავირუსიო ,რეალურად ამ ფაქტმა უფრო გადამაწყვეტინა 112-ში დარეკვა. მოვიდნენ და შესაბამისი ზომებიც მიიღეს. გადმომიყვანეს თბილისში, რადგან მაგ დროისთვის გორში არ იყო საკარანტინო სივრცე. სანამ თბილისში ჩავედი უკვე მთელს შიდა ქართლში იყო ამაზე საუბარი,ზოგს უკვე ეგონა,რომ კორონავირუსი მქონდა,ზოგმა ისიც თქვა რო პოლიციის ძალით წამიყვანესო, ისიც რომ ვითომ მთელი ოჯახი წაგვიყვანეს. ძალიან ცუდია როცა ამდენი ტყუილი და ნეგატივი იწერება. გინდა,რომ მიწერო ყველას სათითაოდ და აუხსნა ყელაფერი,  მაგრამ ამავდროულად, ძალიან დიდი მხარდაჭერაც იყო მოსახლეობისგან და ყველა მათგანს მილიონი მადლობა"


მარიამ კაჯილაშვილი წარმოშობით ხიდისთავიდანაა, თუმცა 2014 წლიდან 2019 წლამდე ის აზერბაიჯანის დედაქალაქში ცხოვრობდა, სადაც უმაღლესი განათლებაც მიიღო და იქვე დასაქმდა კიდეც. თავდაპირველად სასტუმროს მიმღებში მუშაობდა, ცოტა ხანში კი, ამავე სასტუმროს მენეჯერი გახდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანში აწყობილი ცხოვრება დათმო და საქართველოში დაბრუნდა, სადაც ტურისტული კომპანია დააარსა.


"Mao Traveler"-ზე რა უნდა ვთქვა პირადად მე არც კი ვიცი,ეს იგივეა, რომ საკუთარ თავზე ისაუბრო...უბრალოდ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რო ყველა დადებითად არის განწყობილი.ვფიქრობ, მოგზაურობა არ ნიშნავს მხოლოდ ქალაქების და მუზეუმების ნახვას,მთავარი კომფორტია! რაზეც  მაო 24/7-ზე ზრუნავს.. ვზრუნავთ ტურის თითოეულ წევრის გართობაზე,კეთილდღეობაზე,მათ ინტერესებზე"


მარიამი მეხუთე დღეა, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფება. თავს კარგად გრძნობს.


"არ ვიცი რა ხდება აქ,მართლა ასეთი კარგი ადამიანები თუ იყვნენ არ მეგონა. ძალიან თბილები,ისეთი მზრუნველები,რომ მიკვირს ამ ადამიანებში ამდენი კარგი ემოცია როგორ არის. ყველა სიტყვით გეფერება"


კარანტინიდან გამოსვლას მარიამს 13-14 მარტს ჰპირდებიან. მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. როგორც ამბობს, ტურიზმის სფეროში საქმიანობას კვლავ გააგრძელებს.

Read 934 times Last modified on ხუთშაბათი, 05 მარტი 2020 23:18